დიქსონის 15 ქულა და აეკ-ის იოლი გამარჯვება

დიქსონის 15 ქულა და აეკ-ის იოლი გამარჯვება

წინასასეზონო მზადებას განაგრძობს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების უკანახაზელის მაიკლ დიქსონის აეკ-ი. ათენელებმა მორიგი სპარინგ-მატჩი თანაქალაქელ, დაბალლიგელ აენკ-სთან ჩაატარეს და დამაჯერებლად იმარჯვეს – 85:56. აეკ-ელთა სლოვენიელმა მწვრთნელმა იურე ზდოვცმა განაცხადში შეყვანილ ყველა მოთამაშეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.
აეკ-მა მეტოქეს ყველა, ოთხივე პერიოდი მოუგო, საბოლოოდ კი 29 ქულიანი სხვაობით დაჯაბნა.დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და ამერიკელ მძიმე ფორვარდ ჯავად უილიამსთან ერთად 15 ქულით მატჩის თანაბომბარდირი გახდა. საბერძნეთის ჩემპიონატი 7 ოქტომბერს დაიწყება.