მცირე ტრავმის გამო მაიკლ დიქსონმა რამდენიმე მატჩი გამოტოვა და ათენის აეკ-ს საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში დაუბრუნდა. აეკ-ელთა მეტოქე თანაქალაქელი „პანათინაიკოსია“, რომელსაც სერიაში მოედნის უპირატესობა აქვს და პირველ შეხვედრასაც საკუთრ არენაზე უმასპინძლა.
აეკ-მა სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია ევროგრანდს, რაც მაიკლ დიქსონის დიდი დამსახურებაა. საქართელოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი წევრი სტუმართაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
დიქსონი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. საბოლოოდ „პანათინაიკოსმა“ 80:70 იმარჯვა და სერიაში 1:0 დაინაურდა.
14 მაისს აეკ-ი “პაოს” შინ გაეჯიბრება და სერიაში ანგარიშის გათანაბრებას ეცდება, დღეს, კი დიდი ალბათობით, პირველი ფინალისტის ვინაობას შევიტყობთ. პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” ვიქტორ სანიკიძის “არისს” პირველი მატჩში 84:54 სძლია და სავარაუდოდ, სტუმრადაც გაიმარჯვებს.