დიქსონის 15 ქულა და გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში

დიქსონის 15 ქულა და გამარჯვება ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში

მაიკლ დიკსონის აეკ-მა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ ბერძნულ კლუბს პლეი ოფში ლიტვური „იუვენტუსი“ შეხვდა, რომელსაც ათენელებმა ბალტიისპირეთში 78:77 მოიგეს.

აეკ-ის გამარჯვებაში დიქსონის წილი სოლიდურია. საქართელოს ნაკრების ამერიკელმა წევრმა 15 ქულა მოაგროვა და თანაგუნდელთაგან ბომბარდირი გახდა. მაიკლი სათადარიგო იყო და  22:52 წუთში 6-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. მას აქტივში 4 მოხსნა და 2 პასიც იყო, ბურთი არ დაუკარგავს და 3 პერსონალური მიიღო.
21 თებერვალს, ათენელები ლიტვურ კლუბს შინ მიიღებენ და თუკი უპირატესობა არ გაანიავეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავლენ, სადაც მათი მეტოქე ფრანგული “მონაკო” იქნება.