დიქსონის 23 ქულა და გამარჯვება “არისთან”

დიქსონის 23 ქულა და გამარჯვება “არისთან”

მაიკლ დიქსონის ჩინებული თამაშის მიუხედავად, ათენის აეკ-მა სალონიკში ვიქტორ სანიკიძის “არისთან” 76:77 წააგო და საბერძნეთის თასის ფინალს მიღმა დარჩა.მოგეხსენებათ, სანიკიძე ტრავმირებულია და მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი კი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.მაიკლმა 32 წუთში 4-დან 3 ორქულიანი, 6-დან 5 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულას 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა, თანაც ბურთი არცერთხელ დაუკარგავს.სალონიკელთაგან 20 ქულით საუკეთესო ასევე ამერიკელი ვილ კამინგსი გახდა, რომელმაც გამარჯვების მომტანი ორქულიანი საფინალო სირენამდე 2.1 წამით ადრე ჩააგდო.
საინტერესოა, რომ კამინგსი გადამწყვეტი იერიშის დროს სწორედ დიქსონს გასცდა, რომელმაც დარჩენილ დროში თავისი ნახევრიდან სტყორცნა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ ააცილა, არადა, მანამდე ხუთივე სამქულიანი ჩაგდებული ჰქონდა.საბერძნეთის თასის ფინალში “არისის” მეტოქე “ოლიმპიაკოსისა” და “პანათინაიკოსის” ნახევარფინალურ მატჩში გაირკვევა, რომელიც 16 იანვარს გახლავთ დაგეგმილი.