დიქსონის აეკ-მა სერიის მესამე მატჩი “პანათინაიკოსთან” ბრძოლაში დათმო

დიქსონის აეკ-მა სერიის მესამე მატჩი “პანათინაიკოსთან” ბრძოლაში დათმო

საქართველოს ნაკრების ნტურალიზებული ამერიკელი კალაბურთელი, მაიკლ დიქსონი საბერძნეთის ჩემპიონატის ფინალში გასასვლელად ამ ქვეყნისა და ევროპის ერთ-ერთ ტიტანს – „პანათინიკოსს“ ებრძვის. დიქსონის აეკ-მა „პანას“ ნახევარფინალური სერია გაუთანაბრა და მესამე შეხვედრაშიც, სტუმრად დიდი ბრძოლა გაუმართა.

კიდევ ერთი ხმაურიანი გამარჯვების მოსაპოვებლად აეკ-ს ძალა არ ეყო. მესამე პერიოდში დიქსონის გუნდი 8 ქულით დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და საბოლოოდ 71:82 დამარცხდა.
დიქსონი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16:00 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მაიკლმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ. მატჩის გმირი “პაოსა” და საბერძნეთის ნაკრების ერთერთი ლიდერი ნიკ კალატესი გახდა, რომელმაც 26 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ნახევაარფინალური სერია 4 ოგებამდე გრძელდება. 1:2 ჩამორჩნილი აეკ-ი მორიგ მატჩს 22 მაისს უმასპინძლებს.