დისტანციური ვარჯიში და საკალათბურთო აქტივობა: NBA-ს აპლიკაცია HomeCoart ხელმისაწვდომია

დისტანციური ვარჯიში და საკალათბურთო აქტივობა: NBA-ს აპლიკაცია HomeCoart ხელმისაწვდომია

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში სპორტის ყველა სახეობასთან ერთად საკალათბურთო აქტივობებიც შეჩერებულია. ასეთ პირობებში, ამერიკის ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ კალათბურთის მოყვარულთათვის სრულიად უფასოდ, ხელმისაწვდომი გახადა თავისი აქამდე არსებული მობაილ-აპლიკაცია Homecourt. ეს გახლავთ პროგრამა მათთვის, ვინც კალათბურთით სახლის პირობებში დაკავებითაა დაინტერესებული და ეს პრაქტიკა კორონავირუსის საფრთხის გამო დღეს ძალიან აქტუალური გახდა. 

კალათბურთელებს, სპორტის ამ სახეობის მწვრთნელებს და უბრალოდ კალათბურთის მოყვარულებს ძალიან დაეხმარებათ აღნიშნული აპლიკაცია საიმისოდ, რომ მათთვის საყვარელ და საინტერესო საქმიანობას არ ჩამოშორდნენ. აპლიკაცია საშუალებას იძლევა, მისმა ნებისმიერმა მომხმარებელმა შექმნას ვირტუალური ჯგუფები, სადაც გააერთიანებს თანაგუნდელებს, მეგობრებს, ან ნებისმიერ ნაცნობსა თუ უცნობს, რომელთა შორისაც სხვადასხვა სახის შეჯიბრი თუ სოციალური ქსელით გამოწვევა იქნება შესაძლებელი. მწვრთნელებს შეეძლებათ საკუთარი გუნდი ერთ ჯგუფში გააერთიანონ და მისცენ მათ ყოველდღიური დავალებები. 

ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, აპლიკაციის ჩამოტვირთვა აპრილის ბოლომდე სრულებით უფასოა. ქვემოთ წარმოგიდგენთ HomeCourt-ის ჩამოსატვირთ და ახსნა-განმარტებით წერილობით და ვიდეო-ბმულებს:

აპლიკაციის შესახებ: https://www.homecourt.ai/remote-practice/

ჩამოტვირთვა: https://apps.apple.com/us/app/homecourt-the-basketball-app/id1258520424?_branch_match_id=688745581350196823&utm_campaign=Evergreen%20Update%20Link&utm_medium=organic&utm_source=Email