კალათბურთის ფედერაციაში იმსჯელეს იმ ინციდენტზე, რომელიც 20 იანვარს, რუსთავში, საქართველოს თასის გათამაშების საკვალიციკაციო მატჩში (სოხუმი–ჭიათურა) მოხდა და შესაბამისი დისციპლინარული და ფინანსური სასჯელებიც გამოიტანეს.
მატჩის დამატებით დროში მოთამაშეებს შორის ჩხუბი მოხდა, რის გამოც სუპერლიგის 4 მატჩის გამოტოვებითა და 200 პირობითი ერთეულის (აშშ დოლარი) გადახდით დაჯარიმდა 4 კალათბურთელი. “სოხუმის” მხრიდან გიგა კვეტენაძე და ნიკოლოზ გაბელია, ხოლო ჭიათურელთაგან ირაკლი დოლიძე და უჩა ხაჩიური.
მატჩის დამთავრების შემდეგაც მოხდა შეხლა–შემოხლა, რომელშიც სოხუმელი ლევან სულაბერიძე და ჭიათურელი გიორგი გურული მონაწილეობდნენ. ეს უკანასკნელი იმ მატჩში არ თამაშობდა და შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. მატჩის მერე კი ჩხუბი მოუხდა სოხუმელ სულაბერიძესთან. ფედერაციის დისციპლინარების გადაწყვეტილებით სულაბერიძე 4 მატჩს გამოტოვებს, ხოლო გიორგი გურულს სეზონის ბოლომდე მიეცა დისკვალიფიკაცია.