დიურანტის 43 ქულით “გოლდენ სტეიტმა” “კლივლენდი” მესამედაც დაამარცხა

დიურანტის 43 ქულით “გოლდენ სტეიტმა” “კლივლენდი” მესამედაც დაამარცხა

კევინ დიურანტის ფენომენალური თამაშის წყალობით “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ნბა-ს ფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგო “კლივლენდს” და ჩემპიონობას 1 ნაბიჯით მიუახლოვდა. შეხვედრა ამჯერად კლივლენდში ჩატარდა, სადაც ლებრონ ჯეიმსის გუნდი გვარიანად გაუძალიანდა მოქმედ ჩემპიონს, თუმცა საბოლოოდ მაინც წააგო – 102:110.

მატჩის გმირმა დიურანტმა 43 ქულა, 13 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. სტეფ კარის ანგარიშზე მხოლოდ 11 ქულა დაგროვდა, ხოლო დრეიმონდ გრინმა, კლეი ტომპსონმა, ჯავალ მაკგიმ და ჯორდან ბელმა 10-10 ქულა მოაგროვა. გოლდენსტეიტელთა ქართველ ცენტრს არ უთამაშია. ზაზა ფაჩულია სათადარიგო იყო.

სერიის მომდევნო მატჩს ისევ “კლივლენდი”, 9 ივნისს უმასპინძლებს.