დუდა სანაძე, რომელმაც გუშინწინ „სან დიეგოს“ მექულეობის რეკორდი დაამხო, „ვესტ ქოუსთის“ კონფერენციის კვირის მოთამაშედ აღიარეს. სანაძემ „პორტლენდს“ 38 ქულა ჩაუგდო, რაც „სან დიეგოს“ მაისურით, რაც ეს გუნდი სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში ასპარეზონს, არავის მოუხერხებია.
გასულ კვირაში სანაძემ კონფერენციის ლიდერ „გონზაგას“ 11 ქულა ჩაუგდო. გასულ კვირაში სანაძე საშუალოდ 24.5 ქულას და 5.5 მოხსნას აგროვებდა . განსაკუთრებით მომხიბვლელია მისი სამქულიანი სროლების პროცენტულობა. ამ 2 მატჩში დუდამ 13-დან 8 სამიანი ჩააგდო, ანუ ის 84.6 პროცენტის სიზუსტით ესროდა.
კვირის მოთამაშედ გასახელების პატივი სანაძეს პირველად ხვდა. მიმდინარე სეზონში 2-2-ჯერ ხვდათ ეს ჯილდო გონზაგელ დომანტას საბონისს, „ბრიგჰემ იანგის“ წევრ კაილი კოლინსუორტს და გონზაგელ კაილი ვილტიერს.
სანაძისთვის ეს ბოლო სეზონია სტუდენტურ ლიგაში. „სან დიეგო“ პლეი ოფში გასასვლელად „ლოიოლა მერიმაუნთს“ სტუმრად ეთამაშება და თუკი წააგებს, სეზონს ასრულებს, არადა, მეოთხედფინალში „გონზაგას“ დაუპირისპირდება.