დუდა სანაძის 38 ქულა არა მხოლოდ ქართველი კალათბურთელისთვის, არამედ თავად სან დიეგოს უნივერსიტეტის გუნდისთვისაც სარეკორდო გამოდგა. რაც „სან დიეგო ტორეროსი“ სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში გამოდის, ამდენი ქულა არავის ჩაუგდია. აქამდელი რეკორდი 2 კალათბურთელს ეკუთვნოდა: 1988 წლის 27 თებერვალს მარტინ მუნმა „ლოიოლას“ 37 ქულა ჩააგდო, ხოლო ამავე გუნდთან 37 ქულა 1983 წლის 26 თებერვალს მაიკ ვაიტმარშმა მიითვალა. „სან დიეგოს“ ყველა დროის რეკორდი – 40 ქულა – 1972 წლის 9 დეკემბერს “ჩაპმანთან” ჩაუგდია რობერტ “ფინქი” სმიტს, თუმცა მაშინ „სან დიეგო“ სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში არ გამოდიოდა.
მატჩის შემდეგ სანაძე საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო, რომელმაც შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ნამდვილად ძალიან გახარებული ვარ, რომ მოვიგეთ, თუმცა ამავდროულად ცოტა სევდას ვგრძნობ, რადგან ეს ჩემი ბოლო საშინაო მატჩი იყო. უნივერსიტეტის რეკორდი კარგად ჟღერს. აქ თამაშის 3-წლიან კარიერაში „სან დიეგოს“ არც ერთი რეკორდი არ მქონია და ძალიან მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება“.
სანაძე პორტლენდელებმა ვერ გააჩერეს