დუდა სანაძის 11 ქულა და ოლივაირენშეს მორიგი გამარჯვება პორტუგალიაში

დუდა სანაძის 11 ქულა და ოლივაირენშეს მორიგი გამარჯვება პორტუგალიაში

დუდა სანაძის ოლივეირენშემ პორტუგალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში გალიტოსს 85:78 სძლია, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა.

სანაძე ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო და მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა მეტოქეზე 15 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო. დუდამ 28:53 წუთში 11 ქულა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, პასივში კი 3 პერსონალური ფოლი და 5 დაკარგვა ჰქონდა.

სათქმელია ისიც, რომ ქართველ ლეგიონერს სროლა არ წასვლია, რადგანაც 8-დან 3 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო ანუ თამაშიდან 15-დან მხოლოდ 4 ტყორცნა გამოიყენა.

ოლივეირენშეს 13 ტურში 9 მოგება მოუგროვდა და მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს, შინ, ერთ-ერთ აუტსაიდერ ოვარენშესთან ჩაატარებს.

ქართველი კალათბურთელის გუნდს მხოლოდ პორტუგალიური გრანდები – სპორტინგი, ბენფიკა და პორტო უსწრებენ, რომელთაც თითო-თითო წაგება აქვთ.