სლოვენიის უმაღლეს ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს დუდა სანაძე და მისი კლუბი „პრიმრსკა“. მე-6 ტურში “პრიმორსკა” “პორტოროჟს” ესტუმრა და საკმაოდ იოლად – 93:70 იმარჯვა. ბოლო მატჩებში დამკვიდრებული სასიამოვნო ტრადიციის თანახმად, ქართველი ლეგიონერი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
დუდა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. სანაძემ 9-დან 2 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაარღვიეს. “პრიმორსკამ” 4 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში სახელოვან “ოლიმპიას” და კრკა-ს გაუტოლდა. სანაძის კლუბს მე-5 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩი კი 19 ნოემბერს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ “ჰელიოსთან” ელის.