დუდა სანაძის „პრიმორსკამ“ სლოვენიის ჩემპიონატში დასანანი მარცხი განიცადა. დომჟალელები სლოვენიის ყველაზე ტიტულოვან კლუბ „ოლიმპიას“ ლიუბლიანაში შეხვდნენ და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა 71:75 წააგეს.
შეხვედრის ბოლო წუთი ახალი დაწყებული იყო, სანაძის გუნდი რომ 4 ქულით ლიდერობდა, თუმცა დარჩენილ დროში ოლიმპიელებმა უდიდესი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს და 4 ქულა ხომ აღმოფხვრეს, საბოლოოდ ამ სხვაობით გაიმარჯვეს.
სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 27:04 წუთი ითამაშა. დუდამ 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო და 17 ქულას 3 მოხსნა და 1 პასი წაამატა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
6 მოგებითა და 4 მარცხით “პრიმორსკას” ცხრილში მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 17 დეკემბერს, შინ, “პოდჩეტრტეკთან” გამართავს.