რუსთავის “აზოტი” დუდუ დადიანის მეხუთე მემორიალის გამარჯვებულია. ფინალში დავით უსტიაშვილის გუნდმა 85:69 ტურნირის უკვე ყოფილი გამარჯვებული “თბილავიამშენი” დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდში ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა კოტე ტუღუშმა ჩაატარა, რომელმაც 34 ქულა დააგროვა და გაზეთ “ოლიმპის” მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდოც (საუკეთესო მსროლელისთვის განკუთვნილი) მიიღო. დამარცხებული გუნდის შემადგენლობაში იდენტური აღიარება წილად ხვდა ირაკლი ხოშტარიას, რომელსაც სპეციალური პრიზი თბილისის “დინამომ” გადასცა.
“აზოტმა” შეხვედრა ძალიან სწრაფ ტემპში დაიწყო და ტუღუშის კარგი თამაშით პირველივე მეოთხედში 6 ქულით დაწინაურდა, საბოლოოდ კი საწყისი ათწუთეული 4 ქულით მოიგო. მეორე მეოთხედში რუსთაველებმა მოხსნებზე აჯობეს მეტოქეს და დიდ შესვენებაზე “აზოტი” უკვე 10 ქულას იგებდა.
საბოლოოდ, ტუღუშისა და მისი თანაგუნდელების შეჩერება ლევან მოსეშვილის გუნდისთვის შეუძლებელი გამოდგა და “აზოტმა” მატჩი 85:69 მოიგო.
ტურნირის ბოლო დღეფინალი: აზოტი – თბილავიამშენი 85:69 (22:18, 16:10, 16:23, 31:18)
აზოტი: ტუღუში (34 ქ), გამყრელიძე (13), ბეჟანიშვილი (13), უგრეხელიძე (5), ა. ბოისა (8) – გოგობერიშვილი (4), გ. მარკოიშვილი (2), ტუჯანი (6), დიდია.
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი.
თბილავიამშენი: ი. ბერიშვილი (4), ბაბიაშვილი (17), კეიდია (17), როდუმტა (12), ხოშტარია (7) – მუშკუდიანი (2), ნიკოლაძე (1), დ. ბერიშვილი (9).
მთავარი მწვრთნელი: ლევან მოსეშვილი.
III-IV ადგილისთვის: თსუ – დინამო 83:75
V-VI ადგილისთვის: მაკაბი – სტუ 95:75
საბოლოო მდგომარეობა
1. აზოტი2. თბილავიამშენი3. თსუ4. დინამო5. მაკაბი6. სტუ7. სსუ