დუდუ დადიანის მე–7 მემორიალი. 7–10 ოქტომბერი. რუსთავი
8 ოქტომბერი
მაქაბი 70:95 სასოფლო
11:22 21:20 25:27 13:26
მაქაბი: გუგა პატარაია (7), გიორგი კილაძე (9), ილია ლონდარიძე (7), დათო იოსელიანი (15), ზურაბ ბიბილური (6); გიორგი მაღლაკელიძე (7), ირაკლი ჩლაიძე (5), ირაკლი ივანეიშვილი, ნიკა ელიკაშვილი (14), გელა კოპალიანი
სასოფლო: წივწივაძე (12), მარხვაშვილი (4), მ. ბერიშვილი (12), გვიმრაძე (16), ათანელიშვილი (8); ჩაჩიბაია (16), გულისაბედაშვილი (12), ძიძიგური (2), გასიტაშვილი, ცერცვაძე, ტყეშელაშვილი (9), ბოქოლიშვილი (4)
მსაჯები: ხათუნა გაბედავა, დავით არეშიძე
კონისარი: თენგიზ ქიქოძე
ნტდ–თბილისი 93:94 თსუ
19:25 25:25 29:17 20:27
ნტდ–თბილისი: ჩიტაშვილი (24), ფაშაევი (5), სარიევი (2), ბახშიევი (20), სუხიშვილი (3); ნიფთალიევი (5), მამაცაშვილი (2), როდუმტა (22), კოღუაშვილი , კეიდია (10)
თსუ: დ. ბერიშვილი (15), გაფრინდაშვილი (10), დ. ბარბაქაძე (29), მარკოიშვილი (6), ყველაშვილი (4); კოხრეიძე (3), შანიძე (26), ახალკაცი (1), გ. ბარბაქაძე
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: მურმან ქურიძე
ენერჯი–ინვესტი 120:58 დინამო
29:18 29:13 26:15 36:12
ენერჯი–ინვესტი: გამყრელიძე (1), რადოიჩიჩი (14), მაკფერსონი (11), ვუკადინოვიჩი (17), უგრეხელიძე (19); ბაბიაშვილი (21), ლეჟავა (12), დიდია (3), ცეკვავა, ტუღუში (9), ტუჯანი (5), ჭოჭუა (8)
დინამო: სიგუა (3), სორდია (7), კორკოტაძე (4), ხიზანიშვილი (10), გიორგი გემაზაშვილი; გივი ბაქრაძე (11), ნანიტაშვილი (5), ლაფანაშვილი (5), ირაკლი დოლიძე (2), თემურ თავამაიშვილი (2), გიორგი ხანიაშვილი (6), ვახტანგ ბააკაშვილი (3)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე
კომისარი: მურმან ქურიძე
მემორიალის მეორე დღეს საქმეში ახალი გუნდი ვიხილეთ. სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გუნდი ცოტა ხნის წინ შეიქმნა, თუმცა, როგორც ჩანს, ახალბედას კვალობაზე საკმაოდ დიდი ამბიცია ექნება. მიხეილ კობეშავიძის დამოძღვრილმა ახალგაზრდებმა გუშინ „მაკაბის“ 25 ქულით მოუგეს, თუმცა რომ მოეწადინებინათ, სხვაობა ალბათ გაცილებით დიდი იქნებოდა.
მიხეილ კობეშავიძე და მისი გუნდი წუთშესვენებაზე
სასოფლო ინსტიტუტის გუნდმა თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – მიხეილ ბერიშვილის ზუსტი თამაშის წყალობით 18:0 დაწინაურდა და ამის შემდეგ კობეშავიძემ ექსპერიმენტებს მიმართა. ეს გასაგებიცაა – გუნდი ახალი შეკრებილია და ახლა მთავარი შემადგენლობის შეკვრა და შეთამაშებაა.
ამიტომაც იყო, რომ მწვრთნელმა ყველას მისცა თავის გამოჩენის შანსი და სხვადასხვა კომბინაციების დამუშავებას, რომ იტყვიან, ვარჯიშს შეუდგა. ამით ისარგებლეს მაკაბელებმა და თამაშის შუაწელში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს, თუმცა დარჩენილ დროში სასოფლო ინსტიტუტელებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააყენეს. პოლონეთში წასასვლელად გამზადებულმა ბექა წივწივაძემ ძალიან მოიწადინა და ლამის მარტომ მოუთავა საქმე ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდს.
“სასოფლო” – “მაქაბი”
მეორე მატჩი გვარიანად დაძაბული გამოვიდა. ნუგზარ კანდელაკის ასევე დებიუტანტმა გუნდმა გუშინ „დინამოსთან“ წააგო და ახლა თსუ–სთან უნდოდა ხასიათის გამოკეთება, მაგრამ ბოლო წამს წააგო. „ნტდ–თბილისი“ მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში აგებდა, თუმცა მეტოქეს დიდი სხვაობით არ რჩებოდა და მესამე მეოთხედში ძალებიც მოიკრიფა. ერთხანს 12 ქულით ჩამორჩენილმა ენტედელებმა ტახირ ბახშიევისა და მიხეილ ჩიტაშვილის აქტიურობით მესამე ათწუთეულში ლიდერობა მოიპოვეს და გადამწეყვეტი მეოთხედის დაწყებამდე 73:67 იგებდნენ.
ბოლო მეოთხედი ქულა–ქულაში წარიმართა. ხან ერთი გუნდი იგებდა, ხან მეორე და ასე თანაბრად მივიდა ბრძოლა ბოლო წუთამდე, სანამ გიორგი მარკოიშვილმა მიჯრით ხუთი ქულა არ მიითვალა და სტუდენტები 94:91 არ დააწინაურა.
მიხეილ ჩიტაშვილს (ბურთით) სტუდენტები გადაეღობნენ
თუმცა თამაშის დასრულებამდე 20 წამი რჩებოდა და კანდელაკის გუნდს გათანაბრების შანსიც ჰქონდა, მაგრამ სტუდენტებმა თავი კარგად დაიცვეს და მეტოქეს სამქულიანი არ ასროლინეს: ბახშიევი იძულებული იყო ორიანი მიეთვალა და ნტდ–მ ტაქტიკური ჯარიმაც აიღო. სხვაობა 1 ქულამდე შემცირდა, მაგრამ სირენამდე 2 წამი იყო და კანდელაკის გუნდს თავის გადასარჩენად დრო აღარ დარჩა.
ბოლო მატჩი კი გუშინდელი დღის მშვენება იყო. ამაში, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ დაძაბულობასა და შეუპოვარ ორთაბრძოლას. „ენერჯი–ინვესტმა“ სამი ახალწვეული ათამაშა, რომლებმაც მაყურებელს ლამაზი თამაში უჩვენეს. ამერიკელი პოლ მაკფერსონი და სერბები – ნიკოლა რადოიჩიჩი და ბოიან ვუკადინოვიჩი საკმაოდ კარგი კალათბურთელები ჩანან და მათი დახმარებით რუსთაველებმა 62 ქულით დაამარცხეს დინამოელები.
თუმცა მხოლოდ ლეგიონერთა გამორჩევა უსამართლობა იქნება, რადგან მთელმა „ენერჯი–ინვესტმა“ კარგად ითამაშა.
“ნტდ–თბილისი” – თსუ
რუსთაველებისთვის დადიანის მემორიალს მოსამზადებელი ხასიათი აქვს. ეჭვი ალბათ არავის ეპარება, რომ „ენერჯი–ინვესტი“ იოლად მოიგებს ამ ტურნირს – დავით უსტიაშვილის გუნდის მზერა ახლა საევროთასო მეტოქისკენ, უკრაინული „სუმიხიმპრომისკენ“ არის მიპყრობილი, რომელსაც ქვემოქართლელები 14 ოქტომბერს სპორტის სასახლეში შეერკინებიან.
რუსთაველებმა უკვე მოიპოვეს ფინალში თამაშის უფლება. ხვალ ისინი “ნტდ–თბილისთან” რომც დამარცხდნენ, ჯგუფში პირველობას მაინც ვერავინ შეეცილება.
ხვალ რუსთავში ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის ეს მატჩები გაიმართება:
13.00 “სასოფლო” – “თბილავიამშენი”15.00 “თსუ – “დინამო”17.00 “ენერჯი ინვესტი” – ნტდ-“თბილისი”
სატურნირო ვითარება
A ჯგუფითბილავიამშენი 1 1 0 2სასოფლო 1 1 0 2მაკაბი 2 0 2 2B ჯგუფიენერჯი ინვესტი 2 2 0 4თსუ 2 1 1 3დინამო 2 1 1 3ნტდ. თბილისი 2 0 2 2
განახლებული “ენერჯი–ინვესტი”
პოლ მაკფერსონი და ზურაბ კორკოტაძე