ფინალში აზოტი და თბილავიამშენი გავიდნენ!
დასრულდა დუდუ დადიანის მემორიალის მესამე სათამაშო დღე, რომელმაც საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი გუნდები დააწყვილა.
A ჯგუფში თსუ რუსთავის “აზოტს” ხვდებოდა. უკომპრომისო შეხვედრაში საბოლოოდ დავით უსტიაშვილის გუნდმა მოიპოვა გამარჯვება. თავიდან რუსთაველები 23:8 დაწინაურდნენ, თუმცა თსუ-მ ნელ-ნელა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, მერე კი წინაც გავიდა. გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელშიც “აზოტმა” მეტოქეს 21:8 მოუგო, შეხვედრა კი საბოლოოდ რუსთაველთა გამარჯვებით 83:72 დასრულდა. “აზოტის” შემადგენლობაში 8-დან 6 სამქულიანი გიორგი მარკოიშვილმა გამოიყენა და 24 ქულით იგი შეხვედრის საუკეთესო მექულე გახდა. თსუ-ს რიგებში 15 ქულით ყველაზე შედეგიანი ბესიკ ლეჟავა გახლდათ.
III სათამაშო დღე
A ჯგუფი
თბილავიამშენი – სტუ 100:59 (27:16, 22:13, 28:17, 23:13)
საბოლოო მდგომარეობა
1. თბილავიამშენი 2:0 2. დინამო 1:13. სტუ 0:2
B ჯგუფი
მაკაბი – სსუ 84:64 (20:9, 22:18, 17:18, 25:19)
თსუ – აზოტი 72:83 (16:26, 29:23, 19:13, 8:21)
საბოლოო მდგომარეობა
1. აზოტი 3:02. თსუ 2:13. მაკაბი 1:24. სსუ 0:3
მეხუთე ადგილისთვის: მაკაბი – სტუ (12:00)
მესამე ადგილისთვის: დინამო – თსუ (14:00)
ფინალი: აზოტი – თბილავიამშენი (16:00)