დუდუ დადიანის მემორიალისთვის ჯგუფები შეივსო

დუდუ დადიანის მემორიალისთვის ჯგუფები შეივსო

საქართველოში საკალათბურთო სეზონი ტრადიციულად დუდუ დადიანის მემორიალით გაიხსნება. ამჯერად ამ ტურნირს გლდანში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უმასპინძლებს. შეჯიბრი 19 ოქტომბერს დაიწყება.
 
მემორიალში 9 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც 2 ჯგუფში იქნებიან განაწილებულნი. ტურნირში არ ითამაშებენ ქუთაისისა და ბათუმის გუნდები, რომლებიც 30 ოქტომბრიდან დადიანის მემორიალის მონაწილე გუნდებთან ერთან სუპერლიგაში ჩაებმებიან.
დადიანის ხსოვნის ტურნირზე ჯგუფებში განაწილების პრინციპი ასეთი იყო: გასულ ჩემპიონატში კენტ ადგილებზე გასული გუნდები ერთ მხარეს, ხოლო ლუწ ადგილებზე გასულები – მეორე მხარეს. ის კლუბები, რომლებიც გასულ სეზონში სუპერლიგაში იყვნენ და წლეულს აღარ არიან, ცხრილიდან ამოვარდნენ და საბოლოოდ გასული სეზონის ასეთი განლაგება მივიღეთ: რუსთავი, თსუ, სსაუ, შსს, დინამო, სამედიცინო, სოხუმი.
 
მემორიალზე არიან ისეთი გუნდებიც, რომლებიც გასულ სეზონში არ მონაწილეობდნენ – თავდაცვის სამინისტროსა და ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები, რომლებიც ბოლოში განლაგდნენ. რაკი სტუ–მ თავდაცვის სამინისტროს გუნდზე ადრე გააკეთა ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის განაცხადი, იგი ცხრილში უფრო წინ დადგა და შესაბამისად, ჯგუფების განაწილების ასეთი სურათი მივიღეთ:
 
პირველი ჯგუფი
რუსთავი
სსაუ
დინამო
სოხუმი
თავდაცვის სამინისტრო
 
მეორე ჯგუფი
თსუ
შსს
სამედიცინო
სტუ
 
დადიანის მემორიალის კალენდარი 8 ოქტომბერს დადგინდება და კალათბურთის ფედერაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდება.
 

დუდუ დადიანი