დუდუ დადიანის თასი კვლავ რუსთაველებმა მოიგეს

დუდუ დადიანის თასი კვლავ რუსთაველებმა მოიგეს

დუდუ დადიანის IX მემორიალი. შსს–ს აკადემია. 24 ოქტომბერი
 
ფინალი
ენერჯი–ინვესტი 72:60 შსს
25:15 15:2518:1614:4
ენერჯი: ცეკვავა (23ქ, 8მ), წივწივაძე (21ქ, 5მ), არწივიძე (6ქ, 5 პ), ხმელიძე (6ქ, 5მ), ტუჯანი (7ქ, 13მ), ლამუ (6ქ, 8ქ), აბაიშვილი (3)
შსს: ი. ბერიშვილი (4), ლეჟავა (3), კოტონი (2), მარკოიშვილი (10), იმნაძე (6ქ, 13მ); დ. ბერიშვილი (6), ლაფანაშვილი (2), ნიკოლაძე (7), დ. ბარბაქაძე (10), შერმადინი (9), ტომარაძე (1)
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი
კომისარი: მერაბ რატიშვილი
 
 
 
დუდუ დადიანის მე–9 მემორიალის გამარჯვებული რუსთავის „ენერჯი–ინვესტი“ გახდა. ქვემოქართლურმა გუნდმა წარმატებით დაიცვა ტიტული – ბოლო 4 წელია დადიანის მემორიალის გამარჯვებულები სწორედ რუსთაველები ხდებიან.
ფინალური შეხვედრა დიდებულად ჩაატარეს რუსთაველებმა. მიხეილ ბერუაშვილის გუნდი მთელი შეხვედრის მანძილზე გააზრებულად თამაშობდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და საბოლოოდ შედეგიც მიიღო – 72:60 საბოლოო ანგარიში.
 
პირველივე წუთებიდან სწრაფი თამაში გაჩაღდა. რუსთაველები ზონურად იცავდნენ თავს და შეტევაში სწრაფად გადადიოდნენ. თუჯკი სწრაფი შეტევა არ გამოუვიდოდათ, ქვემოქართლელები შორიდან უტევდნენ. ლევან ცეკვავა და ბექა წივწივაძე წარმატების ლაშქრავდნენ შსს–ს კალათს შორიდან და თავისიანებს პირველი მეოთხედი 25:15 მოაგებინეს.
 
ზუსტად ამ ანგარიშით დასრულდა მეორე ათწუთეულიც, ოღონდ შსს–ს გამარჯვებით. არჩილ ჭღენტის გუნდმა თამაში გამოაკეთა შეტევაში, რაც ძირითადად მეფარეების დამსახურება იყო. დავით იმნდაძე და დავით ბარბაქაძე კარგად სარგებლობდნენ უკანახაზელთა პასებით და სამწამიანიდან შსს–ს საჭირო ქულებს ჰმატებდნენ. პირველი ტაიმის ბოლო წამებზე დავით ბერიშვილმა გამთანაბრებელი გარღვევა განახორციელა და შსს დიდ შესვენებაზე დამშვიდებული გავიდა.
 

 
მესამე მეოთხედში თანაბარი თამაში გაჩაღდა. რუსთაველები მცირე ანგარიშით ლიდერობდნენ, თუმცა შსს არ რჩებოდა და ცხადი გახდა, რომ ყველაფერი ბოლო მეოთხედში გადაწყდებოდა, რომლის დაწყებამდეც „ენერჯი–ინვესტი“ 2 ქულით – 58:56 იგებდა.
 
რაკი რუსთაველები დაცვაში უშეცდომოდ თამაშობდნენ, შსს–ს კალათბურთელებმა შორი სროლებით სცადეს წარმატების მიღწევა, მაგრამ ორმაგად უარყოფითი შედეგი მიიღეს. შსს–ს თითქმის ყველა მოთამაშემ სცადა სამქულიანის ჩაგდება, მაგრამ არავის გამოუვიდა. ჟღენტის გუნდმა მთლიანობაში 33 სამქულიანი ესროლა, საიდანაც მხოლოდ 4 ჩააგდო. შსს–ელთა აცილებულ ბურთებს ძირითადად რუსთაველთა 2 კამერუნელი ლეგიონერი – ჟოლივეტ ტუჯანი და სამუელ ლამუ ხსნიდნენ.
 
ყველაფერი საფინალო სირენამდე 2 წუთით ადრე გადაწყდა, როცა წივწივაძის, არწივიძის და ცეკვავას შორმა სროლებმა რუსთაველებს 10–ქულიანი უპირატესობა დაუბევეს. შსს–მ ბოლო მეოთხედში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო, რაც ქვემოქართლელთა ბრწყინვალე დაცვის შედეგი იყო.
 
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ბექა წივწივაძე დასახელდა. გამარჯვებულებს დუდუ დადიანის გარდამავალი თასი ტრადიციულად დუდუს ძმიშვილებმა – სანდრომ და ნიტამ გადასცეს.
 

 

 

 

დუდუ დადიანის ძმისშვილები – ნიტა და სანდრო