დუდუ დადიანის მე–7 მემორიალი. 7–10 ოქტომბერი. რუსთავი
10 ოქტომბერი
ფინალი
ენერჯი–ინვესტი 101:73 სასოფლო
23:23 28:17 21:14 29:19
ენერჯი–ინვესტი: გამყრელიძე (13), რადოიჩიჩი (8), მაკფერსონი (12), ვუკადინოვიჩი (11), უგრეხელიძე (10); ბაბიაშვილი (13), ლეჟავა (14), დიდია(4), ტუღუში (8), ტუჯანი (5), ჭოჭუა, ცეკვავა (3)
სასოფლო: წივწივაძე (11), გულისაბედაშვილი (5), მ. ბერიშვილი (14 ქულა, 12 მოხსნა), გვიმრაძე (14), ათანელიშვილი (10); ჩაჩიბაია (10), ძიძიგური, ტყეშელაშვილი (3), ბოქოლიშვილი (6), გასიტაშვილი
მსაჯები: ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე
კონისარი: მურმან ქურიძე
მე–3 ადგილისთვის
ავიამშენი 128:95 თსუ
31:17 37:32 25:24 35:22
ავიამშენი: ი. ბერიშვილი (20 ქულა, 12 პასი), ბერაია (29), ბოისა (18), პირველაშვილი (22), ნინიაშვილი (16); მათიაშვილი (15), ს. შერმადინი (8)
თსუ: დ. ბერიშვილი (24), კოხრეიძე (12), გ. ბარბაქაძე (16), დ. ბარბაქაძე (17), მარკოიშვილი (8); ყველაშვილი (7), ახალკაცი (11), დეკანოიძე
დინამო: ბაქრაძე (3), ნანიტაშვილი (2), კორკოტაძე (19), ბოლქვაძე (2), ხიზანიშვილი (19); ლაფანაშვილი (30), სორდია (17), სიგუა (5), ხანიაშვილი (2), გემაზაშვილი, ბააკაშვილი (2)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე
კომისარი: როლანდ ხომერიკი
მე–5 ადგილისთვის
დინამო 113:77 მაქაბი
37:19 22:27 35:13 19:18
დინამო: სიგუა (5), ნანიტაშვილი, ლაფანაშვილი (37), თავამაიშვილი (4), ბოლქვაძე (12); დოლიძე (11), სორდია (9), ხანიაშვილი (14), კორკოტაძე (9), ხიზანიშვილი (8), გემაზაშვილი, ბაკაშვილი (4)
მაქაბი: პატარაია (3), ჩლაიძე (6), ლონდარიძე (23 ქულა, 11 მოხსნა), იოსელიანი (16), ბიბილური (8 ქულა, 12 მოხსნა); კილაძე (3), მაღლაკელიძე (1), ივანეიშვილი (9), ელიკაშვილი (8 ქულა, 12 მოხსნა)
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ხათუნა გაბედავა
კომისარი: თენგიზ ქიქოძე
დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი რუსთავის „ენერჯი–ინვესტი“ დუდუ დადიანის თასის მფლობელია! ქვემოქართლელებმა ამ ტიტულის მოგება ზედიზედ მესამედ მოახერხეს: გასულ წელს რუსთაველებმა აწ უკვე დაშლილი „ვითა“ დაამარცხეს, შარშანწინ კი მათ დადიანის თასი „ავიამშენთან“ ბრძოლაში მოიპოვეს.
ალბათ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ტურნირს ამჯერადაც რუსთაველები მოიგებდნენ. მასპინძლის ფაქტორს რომ თავი დავანებოთ, არავის ეწყინება და, „ენერჯი–ინვესტს“ ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს ქართულ გუნდებში. აქაური ყოჩაღი ბიჭები ხომ შემოიკრიბა და ქვემოქართლური გუნდის ხელმძღვანელობამ შემადგენლობა ლეგიონერებითაც გააძლიერა. ერთი ეგაა, უცხოელები ახალი ჩამოსულები არიან და გუნდთან ადაპტაცია, სათამაშო სქემაში ჩაჯდომა ჯერ სრულყოფილად ვერ მოახერხეს, თუმც რაც გინდა იყოს, რუსთაველებს იმხელა პოტენციალი გააჩნიათ, რომ დადიანის მემორიალის მოგება სულ არ გასჭირვებიათ.
“სასოფლოს” ფარს უტევს ლაშა გამყრელიძე
მართალია, უსტიაშვილის გუნდს “ნტდ–თბილისთან” წინა მატჩის დარად თავიდან „სასოფლოსთანაც“ გაუჭირდა, მაგრამ მეორე მეოთხედიდან უპირატესობას რომ დაეპატრონა, მატჩის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია.
მიხეილ კობეშავიძის გუნდი თავიდანვე ზონაში გამაგრდა და აქცენტი სწრაფ შეტევებზე გადაიტანა. ამ საქმეში სასოფლო ინსტიტუტელთაგან ბექა წივწივაძე გამოირჩეოდა, რომელსაც მხარი მიხეილ ბერიშვილმაც აუბა და კობეშავიძის გუნდი მეხუთე წუთისთვის 11:3 იგებდა.
რუსთაველებმა შეცვლები გააკეთეს, მოედანზე კოტე ტუღუში გამოჩნდა, რომელიც ლაშა გამყრელიძესთან ერთად ფარქვეშ თამამად შედიოდა, იქით სერბმა ლეგიონერებმაც (ვუკადინოვიჩი, რადოიჩიჩი) გამოიჩინეს თავი და „ენერჯი–ინვესტი“ პირველი მეოთხედის ბოლოს თბილისელებს წამოეწია – 23:23.
მეორე მეოთხედიდან მასპინძლებმა გააგრძელეს აქტიურობა და გუნდური თამაშის წყალობით უპირატესობის გამყარებას შეუდგნენ. საბოლოოდ ქვემოქართლურ გუნდში ერთბაშად ექვსმა მოთამაშემ უწია ათქულიან ზღვარს, რაც გახდა კიდეც უსტიაშვილის გუნდის გამარჯვების საწინდარი.
მეორე მეოთხედის შუაში რუსთაველთა უპირატესობამ ათ ქულას გადააჭარბა და ამის შემდეგ თამაშმა დაძაბულობის მუხტი დაკარგა, რაკი „ენერჯი–ინვესტმა“ დარჩენილ დროში სათოფეზე აღარ გაიკარა თბილისელები და საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით – 101:73 იმარჯვა.
ნამატჩევს გამორჩეულთა დაჯილდოების დროც დადგა და რაც მთავარია, გამარჯვებულ გუნდს დუდუ დადიანის თასად წოდებული კალათბურთელის მომცრო ქანდაკება გადაეცა.
სპორტულმა გაზეთმა „ოლიმპმა“ ორი ჯილდო დააწესა: გამარჯვებული გუნდისთვის DVD პლეიერი და ფინალში დამარცხებული შემადგენლობიდან საუკეთესო კალათბურთელისთვის ტელევიზორი. პლეიერი, რა თქმა უნდა, რუსთაველებმა ჩაიბარეს, ხოლო დამარცხებულთაგან საუკეთესოდ ეროვნული ნაკრების წევრი მიხეილ ბერიშვილი დასახელდა.
საკალათბურთო კლუბმა „დინამომ“ კი ტურნირის საუკეთესოდ აღიარებული „ენერჯი–ინვესტის“ გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე ტელევიზორით დააჯილდოვა, რომელიც კალათბურთელს დუდუ დადიანის ძმა ლევანმა გადასცა.
რაც შეეხება მთავარ პრიზს, დუდუ დადიანის თასი რუსთაველთა კაპიტან კოტე ტუღუშს დუდუს ძმის შვილებმა – სანდრო და ნიტა დადიანებმა გადასცეს.
კოტე ტუღუში დუდუს ძმის შვილებთან:
ნიტა და ლევან დადიანებთან ერთად
გამყრელიძეს ტელევიზორით აჯილდოვებს გაზეთ “ოლიმპის” თანამშრომელი
მიხეილ ბერიშვილმა ჯილდო ლევან დადიანისგან ჩაიბარა