დვალიშვილი “მედიკოსი” გახდა

დვალიშვილი “მედიკოსი” გახდა

მას შემდეგ, რაც სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა მწვრთნელი
გამოიცვალა, პირველ იტრანსფერი განახორციელა. ნუგზარ კანდელაკის გუნდმა რუსთაველი
აკაკი დვალიშვილი შეიმატა და სამწვრთნელო შეკრების გასავლელად ბათუმში
მიემგზავრება.

აკაკი დვალიშვილი რუსთავული საკალათბურთო სკოლის აღზრდილია და
სუპერლიგაში „ენერჯი–ინვესტის“ გადა არსად უთამაშია. იგი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და ასაკობრივი
ჩემპიონატებში თამაშის უფრო მეტი გამოცდილება აქვს. დვალიშვილი ასაკობრივი
ნაკრებების უცვლელი წევრია და წლეულს ახალგაზრდულ ნაკრებში ბოლოჯერ ითამაშებს.

აკაკი დვალიშვილმა მიმდინარე სეზონი რუსთავის „ენერჯი–ინვესტში“
დაიწყო და პირველი ტურის მატჩი მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ესპანეთში,
კანარის კუნძულებზ მდებარე საკალათბურთო აკადემიაში გაემგზავრა, სადაც 3 თვე
გაატარა და სავიზო პრობლემების გამო უკან დაბრუნდა. დვალიშვილმა პირველი წრის ბოლო
მატჩი კვლავ რუსთაველთა გუნდში ჩაატარა და ამ დღეებში სამედიცინო უნივერსიტეტის
გუნდს შეუერთდა.

თსსუ 8 იანვარს მიემგზავრება ბათუმში, სადაც ერთკვირიან შეკრებას
გაივლის.