დვალიშვილის “ნოვოსიბირსკი” რუსული სუპერლიგა 1-ის ნახევარფინალში გავიდა

დვალიშვილის “ნოვოსიბირსკი” რუსული სუპერლიგა 1-ის ნახევარფინალში გავიდა

აკაკი დვალიშვილის „სახალინი“ რუსეთის სუპერლიგა 1-ის ნახევარფინალში გავიდა. 2 საშინაო გამარჯვების შემდეგ ციმბირელები „კუპოლ-როდნიკისთან“ მეოთხედფინალურ სერიაში დაწინაურდნენ და საპლეიოფო ბრძოლამ იჟევსკში გადაინაცვლა.
„კუპოლ-როდნიკიმ“ სერიის მესამე მატჩი 76:74 მოიგო და სერიაში ჩამორჩენა 1:2 შეამცირა. ამ მატჩში დვალიშვილმა 2:16 წუთი ითამაშა და უქულოდ დარჩა. სერიის მომდევნო შეხვედრა გადამწყვეტი აღმოჩნდა. „ნოვოსიბირსკმა“ 74:54 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.

დვალიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 6:47 წუთში 3 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. დვალიშვილმა 3 ჯარიმა მიიღო, მეტოქეებმა კი მასზე 2-ჯერ დაარღვიეს წესი.
„ნოვოსიბირსკი“ ნახევარფინალშია და მეტოქეს ელოდება, რომელიც „“სახალინისა“ და „ირკუსტკის“ წყვილში უნდა გამოვლინდეს. „ირკუტსკი“ სერიაში 2:1 ლიდერობს.