დვალიშვილის “ნოვოსიბირსკი” რუსული სუპერლიგის ფინალს მიუალოვდა

აკაკი დვალიშვილის გუნდი რუსული სუპერლიგა 1-ის გათამშების ნახევარფინალში დაწინაურდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა სტუმრად 77:69 სძლია “ირკუტსკს” და სერიაში 2:1 გალიდერდა.
ქართველი კალათბურთელი მოედანზე 7:07 წუთის განმავლობაში იყო და 4 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა. დვალიშვილმა 2-ვე ორქულიანი ჩააგდო და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. 17 აპრილს, “ნოვოსიბირსკს” ირკუტსკში კიდევ ერთი მატჩი ელის და თუკი იმარჯვა, ფინალის საგზურს მოიპოვებს. უკვე ცნობილია, რომ წარმატების შემთხვევაში, დვალიშვილს და მის თანაგუნდელებს ფინალში “უნივერსიტეტ-იუგრა” ელით.