დვალიშვილის “ნოვოსიბირსკმა” მოსკოვის ოლქის გუნდი დაამარცხა

დვალიშვილის “ნოვოსიბირსკმა” მოსკოვის ოლქის გუნდი დაამარცხა

აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკი“ რუსეთის სუპერლიგა 1-ში „ხიმკი პოდმოსკოვიეს“ შეხვდა“ და ,ორიგი გამარჯვებაც მოიპოვა. ციმბირული გუნდი აქამდეც იდერობდა ჩემპიონატს და ქიმიკოსთა 67:53 დამარცხებით ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.
რუსთაველი კალათბურთელი სათადარიგო გახლდათ და მოედანზე  03:15 წუთი გამოჩნდა. აკაკიმ  2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. დვალიშვილმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ერთხელ შეცდა და 2 პერსონალური მიიღო. “ნოვოსიბირსკს” სუპერლიგაში მომდევნო მატჩი 26 თებერვალს ელის, როდესაც “ირკუტსკს” ესტუმრება, მანამდე კი, ქართველი ლეგიონერის კლუბი სათასო ბატალიებში ჩაებმება. “ოთხთა ფინალი” 17-19 თებერვალს ეკატერინბურგში გახლავთ დაგეგმილი, ციმბირელთა მეტოქე კი “პარმა” იქნება.