აკაკი დვალიშვილის „ნოვოსიბირსკმა“ რუსეთის პირველობის (სუპერლიგა 1) რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა. ბოლო, 22-ე ტურში, ციმბირელებმა იჟევსკის „კუპოლ-როდნიკის“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 69:64 მოიგეს.
დვალიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 7:10 წუთით გამოჩნდა. ქართელმა ფორვარდმა 2-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 3 მოხსნით და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ნოვოსიბირსკელთაგან 16 ქულით საუკეთსო იყო გლებ გოლდირევი იყო.
„ნოვოსიბირსკმა“ 11-გუნდიან სუპერლიგა 1-ის რეგულარულ ჩემპიონატში 22 მატჩიდან 16 მოგება დააგროვა და 2 ქულით გაუსწრო მეორეადგილოსან „სახალინს“. პლეი ოფში პირველ, მეოთხედფინალურ რაუნდში „ნოვოსიბირსკი“ სწორედ „კუპოლროდნიკის“ შეხვდება, რომელსაც რეგულარულის ბოლო ტურში სძლია. პლეი ოფის ყველა სტადიაზე გამარჯვება 3 მოგებამდეა. „ნოვოსიბირსკს“ მოედნის უპირატესობა აქვს და სერიის პირველ მატჩს 23 მარტს გამართავს.