რუსთავის „ენერჯი–ინვესტმა“ ფინალურ სერიაში მოედნის უპირსტესობა
დაიბრუნა. ქვემოქართლელებმა სერიის მესამე მატჩში თბილისში თსუ–ს მოუგეს და საერთო
ანგარიშით 2:1 დაწინაურდნენ.
რუსთაველებმა ძალიან კარგად დაიწყეს თამაში და მე–5 წუთისთვის უკვე 15
ქულით დაწინაურდნენ, თუმცა თსუ–ელებმა შესძლეს თამაშის გათანაბრება, რაც ძირითადად
ვახტანგ მინაშვილის დამსახურება იყო, რომელმაც პირველ ტაიმში 17 ქულა მიითვალა და
სტუდენტებმა რომ 40:38 მოიგეს პირველი ნახევარი, მისი დიდი დამსახურება იყო.
დიდი შესვენების შემდეგ თსუ–მ კიდევ უმატა და მალევე 7–ქულიან
ლიდერობას დაეპატრონა. ამის შემდეგ რუსთაველებმა თამაშის შემობრუნება შესძლეს.
ზვიად ბაბიაშვილმა ფარქვეშ ფეხი გაიდგა, მას ჟოლივეტ ტუჯანიც უბამდა მხარს და
მესამე ათწუთეულის დასრულებისად რუსთაველებმა სამქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 56:53.
ბოლო მეოთხედში ორივე გუნდს თითო მოთამაშე გაუვარდათ. თსუ–ს შალვა
კოხრეიძე, ხოლო „ენერჯის“ კოტე ტუღუში. როგორც აღმოჩნდა, თსუ–მ უფრო დიდი
დანაკლისი განიცადა, რაკი თბილისელებს მოკლე სათადარიგოთა სკამი ჰყავდათ და ეს
შედეგშიც აისახა. რუსთაველებმა მოახერხეს იმ უპირატესობის მოპოვება, რამაც ისინი
გამარჯვებამდე მიიყვანა.
სერიის მომდევნო მატჩი ისევ თბილისის სპორტის სასახლეში, 19 მაისს
გაიმართება. თუკი „ენერჯი–ინვესტი“ გაიმარჯვებს, ჩემპიონი გახდება, არადა, მეხუთე
გადამწყვეტ შეხვედრას რუსთავი 21 მაისს უმასპინძლებს.
მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ნახევარფინალში დამარცხებული
გუნდები შეხვდნენ. აგრარული უნივერსიტეტის გუნდმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო
წუთებზე მოახერხა შსს–ს გატეხვა და ბრინჯაოს მედლლებს დაესაკუთრა.
სტატისტიკა: თსუ – “ენერჯი” სსაუ – შსს
ფოტოგალერეა: თსუ – “ენერჯი” სსაუ – შსს