ფინალური სერიის მეორე მატჩი. სპორტის სასახლე. 17 მაისი
ჰიუნდაი 69:75 ენერჯი–ინვესტი
რუსთავის „ენერჯი–ინვესტმა“ მოახერხა ტიტულის დაცვა. რამაზ გოგობერიშვილის გუნდმა ფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის „ჰიუნდაის“ და ჩემპიონი გახდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში ძირითადად მასპინძლები, „ჰიუნდაის“ კალათბურთელები ლიდერობდნენ. მათი ლიდერები – დუდა სანაძე და ვასილ ბერუაშვილი კარგად ირჯებოდნენ, უკანა ხაზიც მოწოდების სიმაღლეზე იყო და ჰიუნდაელებს პირველ ტაიმში ულხინდათ.
თუმცა მთავარი საფიქრალი თბილისელებისთვის აკაკი დვალივილი იყო, რომელიც რუსთაველთა რიგებში ერთი თავით მაღლა იდგა ყველაზე და საბოლოოდ სწორედ მისი დამსახურებაა, რომ მესამე მეოთხედში ქვემოქართლელებმა იძალეს.
დასკვნით მეოთხედში „ჰიუნდაის“ ტანმაღალი გიორგი ფერიაშვილი გაუვარდათ და ყველაფერიც აქ გადაწყდა. აკაკი დვალიშვილის შემჩერებელი თბილისელთა შორის არ მოინახა, თანაც „ჰიუნდაის“ მოთამაშეებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს და… რუსთაველებმა მატჩი და შესაბამისად ჩემპიონობა მოიგეს.
20–წლამდელთა ჩემპიონატში დაწესებული იყო გუნდ “ნიკეას” ტრაგიკულად დაღუპული მოთამაშის, რაჟიკო დარბაიძის პრიზი, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცა. დღევანდელი ფინალისა და საერთოდ, ჩემპიონატის გათვალისწინებით, საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა “ენერჯი–ინვესტის” მოთამაშე აკაკი დვალიშვილი, რომელსაც საპატიო თასი რაჯიკოს დედამ, ქალბატონმა ლალი აბესაძემ გადასცა
საუკეთესო მოთამაშე აკაკი დვალიშვილი რაჟიკო დარბაიძის დედამ,
ქალბატონმა ლალი აბესაძემ რაჟიკოს სახელობის თასით დააჯოლდოვა
სრული ფოტოგალერეა: http://u-20.ge/gallery.php?cat=4&alb=529&img=484