ენერჯი ინვესტი ამსტერდამში დამარცხდა

ფიბას თასზე რუსთავის “ენერჯი ინვესტი” განმეორებით შეხვედრაშიც დამარცხდა ჰოლანდიურ “ამსტერდამთან” და ტურნირს გამოეთიშა. პირველი შეხვედრა ჩვენმა მეტოქეებმა 87:77 მოიგეს, ამჯერად კი 101:63 იმარჯვეს. “ენერჯი ინვესტში” 14-14 ქულა გიორგი გამყრელიძემ და ბელტონ რივერსმა დააგროვეს.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.