“ენერჯიმ” ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო

“ენერჯიმ” ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო

მოქმედმა ჩემპიონმა „ენერჯი–ინვესტმა“ ფინალური სერიის პირველ მატჩში
შინ 80:69 დაამარცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და სერიაში, რომელიც
3 გამარჯვებამდე გრძელდება, 1:0 დაწინაურდა.

თსუ რუსთავში ტრავმირებული მოთამაშეების დანაკლისით, თუმც
მრავალრიცხოვანი გულშემატკივრების თანხლებით ჩავიდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფან–კლუბი საკმაოდ ორგანიზებულად, ერთ ფერებში გამოწყობილები უჭერდნენ მხარს თავის
გუნდს და ამით გვარაიანადაც ეხმარებოდნენ. მაგრამ როცა ძალა არაა საკმარისი, მაშინ
რაგინდ კარგი მხარდამჭერი გყავდეს, მოგების მიღწევა ძალიან ძნელია. თსუ–ს
ტრავმების გამო ლაშა ლოსაბერიძე და მიხეილ ფანჩულიძე აკლდა, ხოლო ბოლო მეოთხედში
ტრავმა მიიღო და თამაშს გამოეთიშა გუნდის ერთ–ერთი ლიდერი გიორგი გაფრინდაშვილი.
ამ ეპიზოდიდან მალევე მეხუთე პერსონალური მიიღო თსუ–ში ყველაზე მებრძოლმა მოთამაშე
შალვა კოხრეიძემ და აქ თბილისელთა წაგება გარდაუვალი გახდა. მანამდე კი თსუ–ს
საკმაოდ კარგად გამოსდიოდა თამაში და წარმატების შანსსაც ინარჩუნებდა.

ფოტოგალერეა
პირველი მეოთხედი თბილისელებმა 20:17 მოიგეს, ხოლო მეორეში
მასპინძლებმა იძალეს და დიდი შესვენებისთვის 8 ქულით გალიდერდნენ.

რუსთაველებს კოტე ტუღუში, ზვიად ბაბიაშვილი და ანატოლი ბოისა
წინამძღოლობდნენ, გადამწყვეტ ეპიზოდში კი ამერიკელმა დომონიკ ტილფორდმა ჩაყარა
უმნიშვნელოვანესი ქულები და რუსთაველებმა სოლიდური უპირსატესობა მოიპოვეს.

მესამე მეოთხედში თსუ–მ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა, თუმცა
მეტისთვის ძალა აღარ ეყო და დამარცხდა. მომდევნო მატჩი ისევ რუსთავში – 15 მაისს
გაიმართება.

სტატისტიკა: http://www.superleague.ge/playoff/09-10/result/268