სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დღეს დასრულდა. დარჩენილი იყო ერთი მატჩი და ისიც ჩატარდა: რუსთავში „ენერჯი–ინვესტმა“ 130:52 მოუგო „ბათუმს“ და რეგულარული ჩემპიონატი წაუგებლად დაამთავრა.
ის, რომ რუსთაველები წაუგებლად დაასრულებდნენ რეგულარულ ჩემპიონატს, 2 კვირის წინ გაირკვა, როცა დავით უსტიაშვილის გუნდმა თბილისში „ავიამშენს“ მოუგო. ქვემოქართლურ გუნდს 2 მატჩი ჰქონდა დარჩენილი – „მაკაბისთან“ და „ბათუმთან“, რომელთა დამარცხებაც არ უნდა გასჭირვებოდათ რუსთაველებს და ასეც მოხდა: “ენერჯი–ინვესტმა” ორივე მეტოქეს სათადარიგოებით მოუგო.თუკი ბოლოსწინა ტურში, „მაკაბისთან“ საუკეთესო აკაკი დვალიშვილი იყო, დღეს, „ბათუმთან“, რუსთაველთა მეორე ახალგაზრდა მოთამაშემ, ლუკა ხმელიძემ გამოიჩინა თავი – 24 ქულით საუკეთესო გახდა თავისიანთაგან. „ენერჯი–ინვესტის“ ლიდერებს თითქმის არ უთამაშიათ. გიორგი გამყრელიძეს საერთოდ არ გამოუცვლია, კოტე ტუღუშმა 7 წუთი დაჰყო მოედანზე, დავით უგრეხელიძემ – 11, ზვიად ბაბიაშვილმა და ჟოლივეტ ჯუჯანიმ – 11, ხოლოო ბესიკ ლეჟავამ მხოლოდ… 8 წამი. ლეჟავამ ხუთეულში დაიწყო თამაში და პირველივე შეტევაში წარბი გაუსკდა და მოედანი დატოვა. თუმცა მის არყოფნას არანაირი პრობლემა არ შეუქმნია რუსთაველებისთვის. „ენერჯიმ“ პირევლი მეოთხედი 28:7 მოიგო და თამაშის ბოლომდე ზრდიდა უპირატესობას. საბოლოოდ რუსთაველებს ცოტა დააკლდათ, მიმდინარე სეზონში სარეკორდოდ დიდი სხვაობით რომ გაემარჯვათ. თუმცა რეკორდი მათვე ეკუთვნით – „მაკაბის“ 83 ქულით მოუგეს წინა ტურში, დღეს კი ბათუმელებს 78–ით აჯობეს.მაშ ასე, მეოთხედფინალის წყვილები ცნობილია:ენერჯი – შსსსასოფლო – დინამოთსუ – ბათუმიავიამშენი – ნტდმეოთხედფინალური მატჩები თბილისის სპორტის სასახლის ნაცვლად რუსთავში ჩატარდება, ხოლო ბათუმი თავის სამასპინძლო მატჩს თავისთავად ბათუმში გამართავს. სერიის პირველი მატჩები 10 აპრილს გაიმართება, ხოლო მეორე – 11–ში. ერთადერთი, ბათუმი – თსუ–ს მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი ჩატარდება 12 აპრილს, რაკი რუსთავიდან ზღვისპირეთში გუნდებს სამგზავროდ დრო ჰქონდეთ.
თუკი მეოთხედფინალურ სერიაში საჭირო გახდა მესამე, გადამწყვეტი მატჩების გამართვა, მას რუსთავი 13 აპრილს უმასპინძლებს (თსუ–ბათუმს 14 აპრილს)