ეროვნულ ნაკრებს ახალი მენეჯერი ჰყავს

ეროვნულ ნაკრებს ახალი მენეჯერი ჰყავს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი მენეჯერი ჰყავს. მისივე წევრი, უკანახაზელი კოტე ტუღუში. ეს გადაწყვეტილება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის – იგორ კოკოშკოვის რეკომენდაციით მიიღო.
 
„კოტე ტუღუში ნაკრების მენეჯერი გახდა. იგი ძირითადად მე დამეხმარება სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში – განაცხადა ეროვნული ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა, კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა – კოტემ ნაკრებში ვარჯიშს თავი დაანება და იგი მთლიანად მენეჯერული საქმეებითაა დაკავებული. არ არის გამორიცხული, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს, ტუღუში კოკოშკოვის გადაწყვეტილებით სამწვრთნელო შტაბის საქმიანობაშიც ჩაერთოს, ის ხომ ერთ–ერთი საუკეთესო ქართული კლუბ „არმიას“ მთავარი მწვრთნელია“.