საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პოლონეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ვლოცლავეკში ამხანაგურ, საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ბერძენი სპეციალისტის, ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი პოლონეთში 13 კალათბურთელით ჩავიდა:
თბილისიდან ვარშავის რეისით გამთენიისას გაფრენილი კალათბურთელები პოლონეთის დედაქალაქში დილის 9 საათზე ჩაფრინდნენ, საიდანაც 200 კილომეტრით დაშორებულ ვლოცლავეკამდე გზა ავტობუსით 2 საათში დაფარეს. საქართველოს ნაკრები სასტუმრო „ამბერში“ დაბინავდა და 5 წუთის სავალზე მდებარე დარბაზში დღეს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ივარჯიშებს.
23 აგვისტოს საქართველოს ნაკრები 2-ჯერ ივარჯიშებს და 24-ში პირველ შეხვედრას გამართავს შვედეთის ეროვნულ გუნდთან. მეორე წყვილში პოლონეთი ბელგიას დაუპირისპირდება. 25 აგვისტოს გამარჯვებულები ერთმანეთს ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებულები მე-3 ადგილს გაითამაშებენ.