საქართველოს ეროვნული ნაკრები ავსტრიაში სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ნაკრები პირველი ივლისიდან თბილისში, ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. მწვრთნელთან შეთამხმებით შეკრებაზე არ იმყოფებოდნენ ზაზა ფაჩულია, ვლადიმერ ბოისა და 2 ამერიკელი ლეგიონერი. ისინი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდნენ და ეროვნულ ნაკრებს ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში შეუერთდნენ.
შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების მოსამზადებელ გეგმას:
• 24 ივლისი – 4 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში, ავსტრია
• 30 და 31 ივლისი – საერთაშორისო ამხანაგური მატჩები ავსტრია-საქართველო
• 5-7 აგვისტო – საერთაშორისო ტურნირი ტალინში, ესტონეთი, მონაწილეობენ: საქართველო, ესტონეთი, შვედეთი, NСAA- ს კლუბი
• 8-11 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება შტაინბრუნში, ავსტრია
• 12-14 აგვისტო – საერთაშორისო ტურნირი ალმერეში, ჰოლანდია, მონაწილეობენ: საქართველო, ჰოლანდია, ისრაელი, NСAA- ს კლუბი
• 15-20 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება თბილისში
• 16 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი საქართველო-ისრაელი, თბილისის სპორტის სასახლე
• 22 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლატვია-საქართველო, რიგა, ლატვია
• 24 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლატვია-საქართველო, შაულიაი, ლიტვა
• 27 აგვისტო – საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ლიტვა-საქართველო, ვილნიუსი, ლიტვა
• 28-30 აგვისტო – საწვრთნელი შეკრება კლაიპედაში, ლიტვა