ეროვნული ნაკრების ევროშესარჩევ მატჩებზე დასასწრები აკრედიტაციების გაცემა დაიწყო

საქართველოს ეროვნული  საკალათბურთო ნაკრების საშინაო მატჩებზე დასასწრები აკრედიტაციების ჟურნალისტებზე გაცემა იწყება. აკრედიტაციის მისაღებას საჭიროა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახურის სახელზე გაკეთდეს განცხადება, რომელიც დატანილი იქნება საინფორმაციო საშუალების სახელობით ფურცელზე. განცხადებაში ცალ-ცალკე უნდა იყოს მითითებული ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და ოპერატორების სია.
 
აკრედიტაციის მისაღებად განცხადებები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: geo.eurobasket2015@gmail.com  ან მოიტანეთ კალათბურთის ფედერაციაში მისამართზე:
ი. ჭავჭავაძის გამზ. №49ა
 
იმ ტელევიზიების საყურადღებოდ, რომლებიც არენიდან პირდაპირი ჩართვის განხორციელებას გეგმავენ: პირდაპირი ჩართვის ჯგუფის წარმომადგენლებისთვის თითოეულ მატჩზე გაიცემა ერთჯერადი საშვები.