ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში ხვალ გაიმართება

ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში. პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლებს მწვრთნელ-მოთამაშეებთან გასაუბრება 13 საათიდან შეეძლებათ.
თბილისის საერთაშორისო ტურნირისა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე დასასწრები აკრედიტაციები ჟურნალისტებს ამ ღია ვარჯიშის დასრულების შემდეგ დაურიგდებათ.