ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში. ფაჩულიას თამაში სათუოა

ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში. ფაჩულიას თამაში სათუოა

18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება. იგორ კოკოშკოვის გუნდი რუმინეთთან თბილისში გასამართი მატჩით ევრობასკეტ 2013–ის გზას შეუყვება. კონტინენტის პირველობა სლოვენიაში, 2013 წლის 4–22 სექტემბერს გაიმართება.
საქართველოს ნაკრები საწვრთნელი შეკრების ბოლო სტადიას გადის, რომელიც 1 ივლისს დაიწყო. მოსამზადებელ პერიოდში კოკოშკოვის გუნდმა 8 საკონტროლო მატჩი გამართა, რომელთაგან 4 მოიგო. ბოლო საკონტროლო მატჩი ჩვენმა ნაკრებმა 13 აგვისტოს, გერმანიაში ჩაატარა, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდა და საკვალიფიკაციო მატჩებისთვის სპორტის სასახლეში ემზადება.
ბაკრების დღევანდელი ვარჯიშის დასკვნითი ნაწილი ღია იყო და კალათბურთელებს პრესის წარმომადგენლები გაესაუბრნენ. ყველას ზაზა ფაჩულიას ტრავმის ამბავი აინტერესებდა, რომელსაც კუნთი აქვს დაჭიმული და შესაძლოა რუმინეთთან ვერ ითამაშოს.

„ფეხი მაწუხებს და დღესაც ვერ ვივარჯიშე. სავარაუდოდ, რუმინეთთან ვერ ვითამაშებ, თუკი მდგომარეობა მოულოდნელად ჩემდა სასიკეთოდ არ შეიცვალა. იმედი მაქვს, რეაბილიტაციის პროცესი დიდ დროს არ გასტანს და თამაში შემეძლება, მით უმეტეს, რომ წინ საკმაოდ პრინციპული მატჩები გველის“ – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

ევრობასკეტ 2013–ის შესარჩვი ტურნირის კალენდარი
18        აგვისტო                      საქართველო – რუმინეთი
21        აგვისტო                      ბოსნია – საქართველო
24        აგვისტო                      საქართველო – ლატვია
27        აგვისტო                      ჰოლანდია – საქართველო
2          სექტემბერი                 რუმინეთი – საქართველო
5          სექტემბერი                 საქართველო – ბოსნია
8          სექტემბერი                 ლატვია – საქართველო
11        სექტემბერი                 საქართველო – ჰოლანდია
 

ზაზა ფაჩულიამ ვერც დღეს ივარჯიშა