ეროვნული ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა იწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2013 ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს 18 აგვისტოს იწყებს. თბილისის სპორტის სასახლეში შესარჩევი ტურნირის მატჩებზე დასასწრები ბილეთები 16 აგვისტოდან გაიყიდება. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, თბილისში გასამართი ოთხივე მატჩის ბილეთები ერთდროულად შეიძინონ. ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარი იქნება.
 
მატჩებზე დასასწრები ბილეთები 16 აგვისტოდან სპორტის სასახლის სალაროებში გაიყიდება.
 
18 აგვისტო
საქართველო – რუმინეთი
 
24 აგვისტო
საქართველო – ლატვია
 
5 აგვისტო
საქართველო – ბოსნია
 
11 აგვისტი
საქართველო – ჰოლანდია