ეროვნული ნაკრების მეტოქეები და A დივიზიონის კალენდარი

ეროვნული ნაკრების მეტოქეები და A დივიზიონის კალენდარი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში (A დივიზიონი) ცნობილია – პოლონეთი, ბულგარეთი, ბელგია და პორტუგალია. ჯგუფის რვავე შეხვედრა (4 შინ და 4 სტუმრად) ამა წლის აგვისტოში გაიმართება.
A დივიზიონის 15 გუნდი 3 ჯგუფში გადანაწილდა. 5 მოწინავე ნაკრები (3 ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი) ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მომავალ აგვისტოშივე მოიპოვებს. მომდევნო 10 ნაკრები ორ ნაწილად გაიყოფა, საიდანაც 6 მოწინავე ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი 1 საგზურისთვის  2011 წლის აგვისტოში შეერკინება ერთმანეთს, ხოლო 4 აუტსაიდერი A დივიზიონში დასარჩენი 2 საგზურისთვის იბრძოლებს.
 

 
A ჯგუფი
ლატვია
ისრაელი
ფინეთი
იტალია
მონტენეგრო
 
B ჯგუფი
მაკედონია
დიდი ბრიტანეთი
ბოსნია
უნგრეთი
უკრაინა
 
C ჯგუფი
პოლონეთი
ბულგარეთი
ბელგია
პორტუგალია
საქართველო
 
 
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი
 
2 აგვისტო
საქართველო – პოლონეთი  
5 აგვისტო
ბელგია – საქართველო  
11 აგვისტო
საქართველო – პორტუგალია  
14 აგვისტო
ბულგარეთი – საქართველო  
17 აგვისტო
პოლონეთი – საქართველო  
20 აგვისტო
საქართველო – ბელგია  
26 აგვისტო
პორტუგალია – საქართველო  
29 აგვისტო
საქართველო – ბულგარეთი