იგორ კოკოშკოვმა ეროვნული ნაკრები „კინდარენაზე“ ავარჯიშა. ბავშვებისთვის საყვარელი, ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი ფირმის მიერ აშენებული დარბაზი რუანის ცენტრში მდებარეობს და 6 ათასამდე მაყურებელს იტევს.
ჩვენს ნაკრებამდე ბელგიელებმა ივარჯიშეს. საქართვეოს ნაკრების ხვალინდელი მეტოქე მეტად მოტივირებულია. ბელგიელებს ბოლო დროს კარგი შედეგები აქვთ და ცხადია, საქართველოს დამარცხებით პრესტიჟს კიდევ უფრო აიმაღლებს. ვარჯიშიდან გასული ბელგიის ნაკრების წევრები ქართველებს მიესალმნენ. ჩვენი ნაკრების – თორნიკე შენგელიას, მანუჩარ მარკოიშვილს, გიორგი შერმადინს, წევრების ნაწილს მჭიდრო ურთიერთობები აავშირებთ ბელგიელებთან. ფიზიკური მომზადების ვარჯიშები დიდ ხანს არ გაგრძელებულა. კოკოშკოვმა გუნდი ძირითადად კომბინაციებზე ავარჯიშა.
ერთ-ერთ ეპიზოდში ტრავმა მიიღო მანუჩარ მარკოიშვილმა და ვარჯიში შეწყვიტა. მას სათამაშო ეპიზობში მხარში მოხვდა და ძლირი ტკივილის გამო ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. რამდნად სერიოულია მარკოიშვილის ტრავმა, თამაშის დღეს გადაწყდება. მანუჩარი კლინიკაში მხარზე რენტგენს გადაიღებს და ამის შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდება.
მარკოიშვილთან ერთად კლინიკაში ფეხის კუნთის გადასაღებად მივა თორნიკე შენგელია, რომელსაც ფეხი აღარ აწუხებს, მაგრამ ნაკრების ექიმები მის მოედანზე გაყვანას არ ჩქარობენ: „თორნიკეს ტკივილი აღარ აწუხებს, მას სრული დატვირთვით ვავარჯიშებთ, თუმცა თამაში სხვაა, უფრო დიდია ხელახალი ტრავმის მიღების საშიშროება. ამიტომ, შენგელია გამოტოვებს საფრანგეთში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებს და მომავალი მატჩებისთვის მოემზადება. ჩვენი გეგმით ის ევროპის ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება“ – განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა ექიმმა თემურ ხვედელიძემ.
საქართველოს აკრები „კინდარენაზე“ თამაშის დღეს, 20 აგვისტოს, დილის 11 საათზე ივარჯიშებს, ბელგიასთან მატჩი კი აქაური დროით 20:45 საათზე დაიწყება.