ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია. სერჟიო სკორიოლოს გაწვრთნილმა ნაკრებმა ფინალურ მატჩში ლიტვას სძლია და კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტულს დაეპატრონა.  ესპანელებმა საჩემპიონო მატჩში ლიტვა უშანსოდ 80:63 დაამარცხეს. ბალტიისპირელები მთელი მატჩის განამვლობაში მდევრის როლში იყვნენ და თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაუ გასოლი გახლდათ (25 ქულა, 12 მოხსნა, 4 პასი). რაც შეეხებათ ლიტველებს, 13-13 ქულით კალნიეტისი და სეიბუტისი გამოირჩნენ.

არსებობის ისტორიაში ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატი მე-3 მოიგო და ამ მაჩვენებლით ლიტველებს გაუთანაბრდნენ. ბალტიისპირლეები, როგორც 2013 წლის ევრობასკეტზე წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზეც ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
ტურნირის უძვირფასესი მოთამაშე ესპანელი ცენტრი პაუ გასოლი გახდა. რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საოცრად ითამაშა და ესპანეთის ჩემპიონობა სწორედ მან განაპირობა. გამოსარჩევია ნახევაფრინალურ მატჩი, ესპანეთი –საფრანგეთი 80:75, სადაც გასოლმა 40 ქულა ჩააგდო. პაუ ტურნირს მანძილზე საშუალოდ ერთ მატჩში 25.6 ქულას, 8.8 მოხსნას და 2.9 პასს აკეთებდა.
დასახელდა ევრობასკეტის სიმბოლური ხუთეული, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: ნანადო დეკოლო (საფრანგეთი), სერხიო როდრიგესი (ესპანეთი), პაუ გასოლი (ესპანეთი), იონას მაჩიულისი (ლიტვა), იონას ვალანჩუნასი (ლიტვა)
ესპანეთი – ლიტვა 80:63 19:8, 22:25, 19:10, 20:20 
ესპანეთი: გასოლი (25 ქ. 12 მ. 4 პ.), ლული (12 ქ. 6 მ. 5 პ.), ფერნანდესი (11 ქ.), მიროტიჩი (8 ქ.), რეიესი (8 ქ.), კლავერი (7 ქ.), რიბასი (5 ქ.), როდრიგესი (4 ქ.)
ლიტვა: კალნიეტისი (13 ქ.), სეიბუტისი (13 ქ.), ვალანჩუნასი (10 ქ. 9 მ.), მაჩიულისი (8 ქ.), კუზმინსკასი (8 ქ.), იანკუნასი (3 ქ.), მილაკნისი (3 ქ.), გაილიუსი (1 ქ.)