ესპანეთის მეორე დივიზიონში ბურჯანაძე ტურის საუკეთესო მესამედ გახდა

ესპანეთის მეორე დივიზიონში ბურჯანაძე  ტურის საუკეთესო მესამედ გახდა

ბექა ბურჯანაძე მესამედ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე. ამჯერად მან საუკეთესოს ტიტული „ბრეგანის“ ფორვარდ სერხიო ლორენტესთან გაიყო, თუმცა ეს მის წარმატებას სულაც არ ჩრდილავს.
ესპანეთის მეორე დივიზიონის გასულ, მე-12 ტურში ბურჯანაძემ „კასერესთან“ 27 წუთში 26 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. საუკეთესო ყველა სტატისტიკური მაჩვენებლის გამაერთიანებელი ინდექსით გამოვლინდა, რამაც ბურჯანაძის შემთხვევაში 27 ერთეული შეადგინა.
საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 18.9 ქულას აგდებს, რითაც მთელს ლიგაში მხოლოდ “პალმას” წევრ რიკარდო გუილენს (21.2) ჩამორჩება.
მომდევნო ტურის მატჩს ბურჯანაძის „ლეიმა ბასკეტი“ დღეს, სტუმრად „ბარსელონას“ ჩაატარებს