ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერთა მონაგარი

ესპანეთში მოთამაშე ლეგიონერთა მონაგარი

ესპანეთში მოთამაშე საქართველოს ნაკრების მოქმედმა და ყოფილნა წევრებმა საკონტროლო მატჩები გამართეს – ნიკა ცქიტიშვილი, ტორინ გრინი და ტაირონ ელისი თავიანთ კლუბებში საკმაოდ გამოირჩნენ.
 
ნიკა ცქიტიშვილის „ლაგუნ არომ“ საკუთარ დარბაზში ფრანგული „პო ორტეზი“ მიიღო და საწყის სამ მეოთხედში გაუჭირდა, თუმცა ბოლო პერიოდში იძალა, რომელიც 20:6 მოიგო და საბოლოოდ დამაჯერებლად – 78:60 იმარჯვა. ქართველმა ფორვარდმა ამ შეხვედრაში მოედანზე 24 ქუთი გაატარა და 7 ქულასთან ერთად ანგარიშზე 5 მოხსნაც ჩაიწერა. მან 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.
 

ნიკოლოზ ცქიტიშვილი
 
ტორინ გრინის “გრან კანარიას” “დიპუტასიონის თასის” მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ფინალში კანარის კუნძულელებმა ბოლო წუთებზე წააგეს “კახა ლაბორალთან” – 62:67. არადა, გრინის თანაგუნდელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო – პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს. ლაბორალელებმა მეორე ტაიმში მოახერხეს მდგომარეობის გამოსწორება.  საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა მოედანი 11 ქულით დატოვა. მანამდე “გრან კანარიამ” “ვალიადოლიდთან” სტუმრად 84:87 დათმო. გრინმა 10 ქულა მიითვალა.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, თუმც მოქმედი საქართველოს მოქალაქე ტაირონ ელისი სეზონის დასაწყისში “კახასოლიდან” მადრიდის “ესტუდიანტესში” გადავიდა. სტუდენტებმა მორიგ საკონტროლო მატჩში ევროლიგის წარმომადგენელ “ვალენსიასთან” ათქულიანი სხვაობით წააგეს – 65:75.
ელისმა 7 ქულა ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი კი ბელგიელი დრიესენი გახდა – 17 ქულა.  მომდევნო მატჩში “ესტუდიანტესმა” “გრანადასთან” 84:70 იმარჯვა. ტაირონ ელისს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.