ესპანეთში ქართული ლეგიონი გამოირჩა

ესპანეთში ქართული ლეგიონი გამოირჩა

ესპანეთში მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები დღეს გამართულ პრიმერადივიზიონის ტურში საკმაოდ გამოირჩნენ. ყველაზე კარგი შედეგი „ხუვენტუდის“ ამერიკელმა, თუმც ქართულპასპორტიანმა ქუინტონ ჰოსლიმ აჩვენა, რომელიც მის გუნდს „მანრესას“ ძლევაში (82:67) დაეხმარა.
 

ქუინტონ ჰოსლი
 
ქოსლიმ ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 28,30 წუთში 16 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ჰოსლიმ 10–დან 7 ორქულიანი და და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ოთხივე სამქულიანი ააცილა. ჰოსლი მატჩის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე გახდა, მისმა „ხუვენტუდმა“ კი ოთხიდან მე–3 მატჩი მოიგო და ცხრილში მეოთხე ადგილზე აინაცვლა.
 
ნიკოლოზ ცქიტიშვილი კი „ლაგუნ აროს“ დაეხმარა, რომელმაც „ესტუდიანტესი“ 75:59 დაამარცხა, მე–3 გამარჯვება მოიპოვა და „ხუვენტუდის“ შემდეგ მე–5 ადგილზეა. ცქიტიშვილი ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზეც არცთუ ბევრი, 23 წუთი გაატარა, თუმცა ამას ქართველი ფორვარდისთვის ხელი არ შეუშლია, რათა მატჩის თანაბომბარდირი გამხდარიყო თანაგუნდელ ალბერტო მირალესთან ერთად.
 
ნიკამ ქულათა უმრავლესობა შორი სროლებით მოიხვეჭა – მან 6–დან 4 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 5–დან 1 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო მოაყოლა და მოედანი 15 ქულითა და 5 მოხსნით დატოვა.
 
დაბოლოს ჩვენი ნაკრების მეორე ნატურალიზებულ ამერიკელზე – ტორინ გრინზე გამცნობთ. „გრან კანარიამ“ დიდი ბრძოლა გადაიტანა შინ „ფუენლაბრადასთან“ და ბოლო წამებზე – 71:70 იმარჯვა. გრინმა კუნძულელთა ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 20,31 წუთში 2 ქულა, 5 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. ტორინმა 5–დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. 4 მატჩიდან კანარელებს 2–2 მოგებ–წაგება აქვთ და ცხრილში მე–13 ადგილზე არიან.