eurohopes.com: სანაძე – ახალი ქართული ტალღა

eurohopes.com: სანაძე – ახალი ქართული ტალღა

ისევე როგორც ამერიკაში, ევროპაშიც არსებობს ვებ–გვერდი, სადაც პერსპექტიული კალათბურთელების შესახებ წერენ. ერთი ასეთი გვერდია eurohopes.com, სადაც 20 იანვარს ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელ დუდა სანაძესთან მცირე ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც თქვენთვის გადმოვაქართულეთ.

სანაძე – ახალი ქართული ტალღა
გუშინ, ევროლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ბარსელონამ“ და „კანტუმ“ ითამაშეს. იტალიურ გუნდში ქართველი კალათბურთელები – გიორგი შერმადინი და მანუჩარ მარკოიშვილი გამოირჩეოდნენ. ისინი ჩამოყალიბებული მოთამაშეები არიან, თუმცა საქართველოში ახალი ნიჭიერი თაობა მოდის. თორნიკე შენგელიას გვერდით ჩვენ 1992 წელს დაბადებულ დუდა სანაძეს გამოვარჩევდით, რომელმაც გასულ სეზონში კანარიული სკოლა გაიარა და სამშობლოში დაბრუნდა. სანაძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ–ერთი გამორჩეული მოთამაშეა და მატჩში საშუალოდ ნათამაშებ 29 წუთში  15,5 ქულას, 3,2 მოხსნას და 1,6 პასს აგროვებს. 2 წლის წინ, ევროპის 18–წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში დუდამ ბომბარდირთა შორის 18,7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო გასულ ზაფხულს, ბოსნიაში, საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებთან ერთად A დივიზიონის საგზური მოიპოვა.
– რას მოელი მიმდინარე სეზონისგან?
– ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა.
– რას იტყვი შენი ქვეყნის ახალგაზრდა, პერსპექტიულ მოთამაშეებზე?
საქართველოში ახალგაზრდა კალათბურთელების დონე მაღლა იწევს. ამის ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში უცხოელი მოთამაშეები მომრავლდნენ და ჩვენ მათგან ბევრ დადების ვითვისებთ.
– გარკვეული დრო კანარიის საკალათბურთო აკადემიაში გაატარე. რატომ გადაწყვიტე იქ გამგზავრება?
– ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მსურს, საბოლოოდ ამერიკაში წავიდე. ვიცი, რომ კანარიის აკადემია ერთ–ერთი საუკეთესო საკალათბურთო სასწავლებელია ევროპაში და ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი დონე იქ ამემაღლებინა. სამწუხაროდ, ესპანეთში დიდ ხანს ვერ დავრჩი. სავიზო პრობლემები შემექმნა და სამშობლოში დავბრუნდი.
– რას იტყვი საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრების შანსებზე, რომელსაც მომავალ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში უწევს თამაში?
– შემარგენლობა ისეთი ძლიერი არაა, რომ ტიტულისთვის ვიბრძოლოთ, თუმცა შედეგის მისაღწევად ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.