დღეს, 30 იანვარს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. ეს მოვლენა საქართველოსთვის არასდროს ყოფილა იმდენად საინტერესო, როგორც – ახლა. ისტორიაში პირველა დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრები კონტინენტის უმთავრეს სანაკრებო ტურნირში ღებულობს მონაწილეობას. ლიტვაში უკვე იმყოფება საქართველოს დელეგაცია, რომელიც კენჭისყრას დაესწრება და ჩვენი ნაკრების მეტოქეების ვინაობას შეიტყობს.
საქართველოს ნაკრები მე–4 კალათაშია განთესილი მაკედონიის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის ნაკრებებთან ერთად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ნაკრებთა გარდა ნებისმიერი მეტოქე შეიძლება შეგვხვდეს. ევროპის ჩემპიონატის რაოდენობა 16–დან 24–ამდე გაიზარდა, რის შედეგადაც საქართველომ და შესარჩევი ტურნირიდან ვერგასულმა სხვა ნაკრებებმა ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირში ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ბურთების შეფარდებით სხვა ჯგუფების მეორეადგილოსნებს (ისრაელი, მაკედონია) ჩამორჩა და ფინალური ეტაპის საგზური აგვისტოშივე ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მაკედონიამ, ისრაელმა და შესარჩევში B ჯგუფის გამარჯვებულმა დიდმა ბრიტანეთმა ჩვენზე უკეთესი შედეგი აჩვენეს, საქართველო სწორედ ამ გუნდებთან ერთად განთესეს მე–4 კალათაში.
ევროპის ჩემპიონატი მომავალ ზაფხულს, 31 აგვისტოს დაიწყება და 18 სექტემბრამდე გაგრძელდება. სულ 4 ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება, რომლებიდანაც მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე 3–3 საუკეთესო გავა. ჯგუფებიდან ვერგასული 12 გუნდი 13–24 ადგილებს გაინაწილებს, ხოლო 12 წარმატებული გუნდი 2 (6–გუნდიან) ჯგუფს შექმნის და 1–4 ადგილებზე გასულები მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.
ვილნიუსისი დრამის თეატრში კენჭისყრა თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთიდან დაიწყება. გთავაზობთ განთესვის კალათებს:
I კალათა: ესპანეთი, სერბეთი, საბერძნეთი, სლოვენია.
II კალათა: საფრანგეთი, ხორვატია, რუსეთი, თურქეთი.
III კალათა: გერმანია, ლიტვა, ჩერნოგორია, ბელგია.
IV კალათა: დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, ისრაელი, საქართველო
V კალათა: იტალია, ბულგარეთი, პოლონეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა.
VI კალათა: უკრაინა , ლატვია….
მეოთხე კალათის 2 გუნდი აგვისტოში გახდება ცნობილი. უნგრეთი, ფინეთი და პორტუგალია ერთმანეთში იმ 2 საუკეთესო გუნდს გამოავლენენ, რომლებიც მეოთხე კალათას შეავსენებ.