რამდენიმე წუთის წინ ევრობასკეტ 2013-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე: http://www.eventim.si/si/, ასევე სლოვენიის მთელი მასშტაბით მდებარე ბენზოგასამართ სადგურებსა და ლიუბლიანაში, მარიბორსა და ცელიეში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე.
პირველ კვირაში გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მხოლოდ ფინალის, მესამე ადგილისთვის მატჩისა და ნახევარფინალების ბილეთები. 25 მარტიდან გასაყიდად გამოიტანენ მეოთხედფინალებისა და V-VIII ადგილებისთვის მატჩების, ხოლო 2 აპრილიდან – პირველი და მეორე ჯგუფური ეტაპების ბილეთებს.
ონლაინ-მყიდველები თანხის გადახდის შემდეგ მიიღებენ ვაუჩერს, რომლის წარდგენა 1 ივლისიდან იმ არენის სალაროებში შეეძლებათ, სადაც მატჩი უნდა გაიმართოს. ვაუჩერების სანაცვლოდ გულშემატკივარები მატჩზე დასასწრებ ბილეთებს მიიღებენ.
ორგანიზატორთა მიერ დაწესებული ფასები ყოველი რაუნდის ყველა კატეგორიის ბილეთებზე: