29 აგვისტოს, დილის 10 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ათენიდან თელ ავივში გაემგზავრება, სადაც 31 აგვისტოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. მოგეხსენებათ, კონტინენტის პირველობას 4 ქვეყანა მასპინძლობს და ისრაელში B ჯგუფის თამაშები გაიმართება, სადაც თავმოყრილნი არიან: ლიტვა, ისრაელი, იტალია, გერმანია, უკრაინა და საქართველო.
დანარჩენ ჯგუფებს რუმინეთი, ფინეთი და თურქეთი მასპინძლობენ. თითოეული, 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფის საგზურს 4 საუკეთესო მოიპოვებს და ჯამში 16 ნაკრები თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოიყრის თავს, სადაც ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა მერვედფინალიდან გაგრძელდება.
პლეი ოფის პირველ წრეში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან. ერთმანეთს A – B და C – D ჯგუფების კვალიფიკანტები შემდეგი თანმიმდევრობით შეხვდებიან ერთმანეთს:
B2 – A3 C1 – D4 A1 – B4 D2 – C3
B1 – A4 C2 – D3 A2 – B3 D1 – C4
შესაბამისად, საქართველოს, თუ ოთხეულში მოხვედრა და პლეი ოფში გასვლა მოახერხა, მერვედფინალში მეტოქედ A ჯგუფის წარმოამადგენელი ეყოლება, ხოლო მეოთხედფინალში უკვე C და D ჯგუფების წარმომადგენელი ელის.
ისრაელში გამგზავრებამდე, ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები ათენის „დაისის“ დარბაზში ბოლოჯერ 28 აგვისტოს, 17:00 საათზე ავარჯიშა, რის შემდეგაც ის 12 კალათბურთელი დაასახელა, რომლითაც ჩვენი გუნდი ევრობასკეტზე იასპარეზებს.
B ჯგუფის კლენდარი შემდეგნაირად გამოიყურება: