მასმედიის საშუალებებს, რომლებსაც სურთ, გააშუქონ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ტურნირის მატჩები, გთხოვთ წერილობით გამოაგზავნოთ მოთხოვნა აკრედიტაციის მისაღებად. წერილი უნდა გაკეთდეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახურის სახელზე და უნდა იყოს საინფორმაციო საშუალების სახელობით ბლანკზე დატანილი, სადაც ჩამოთვლილი იქნება აკრედიტაციის მიღების მსურველთა გვარ-სახელები და მათი სამუშაო პოზიციები (ჟურნალისტი, ოპერატორი, ფოტოგრაფი).
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ტურნირის მატჩებზე მასმედიის წარმომადგენელთათვის გასაცემ აკრედიტაციეზე დაწესებულია შემდეგი ლიმიტი:
ტელევიზიები…………………. 4 აკრედიტაცია (2 ჟურნალისტი, 2 ოპერატორი) ჟურნალ-გაზეთები……………..2 აკრედიტაცია (1 ჟურნალისტი,1 ფოტოგრაფი) ინტერნეტ-პორტალები…………2 აკრედიტაცია(1 ჟურნალისტი,1 ფოტოგრაფი) რადიოები……………………….1 აკრედიტაცია
წერილი გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: gogeorgia2017@gmail.com ან მოგვაწოდეთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი 49ა