დღეს, ბერლინში გამართული ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის წილისყრის დასრულების შემდეგ მალევე დადგინდა გათამაშების კალენდარი. შეგახსენებთ, რომ მომავალი წლის 1-18 სექტემბერს ევროპის 4 ქვეყანა: საქართველო, გერმანია, იტალია და ჩეხეთი კონტინენტის პირველობას უმასპინძლებენ. ამ ქვეყნებში გაიმართება ჯგუფური ეტაპის მატჩები, რის შემდეგაც, პლეი ოფს მეოთხედფინალებიდან გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.
გთავაზობთ საქართველოს დედაქალაქ თბილისში გასამართ A ჯგუფის კალენდარს:
2022 წელი
1 სექტემბერი
თურქეთი – რუსეთი
ესპანეთი – ბულგარეთი
ბელგია – საქართველო
3 სექტემბერი
რუსეთი – ბელგია
ბულგარეთი – თურქეთი
საქართველო – ესპანეთი
4 სექტემბერი
ესპანეთი – ბელგია
ბულგარეთი – რუსეთი
თურქეთი – საქართველო
6 სექტემბერი
რუსეთი – ესპანეთი
ბელგია – თურქეთი
საქართველო – ბულგარეთი
7 სექტემბერი
თურქეთი – ესპანეთი
ბულგარეთი – ბელგია
საქართველო – რუსეთი
A ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს. ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო გავა.