ევრობასკეტი F ჯგუფის თამაშებით განახლდა

ევრობასკეტი F ჯგუფის თამაშებით განახლდა

ჯგუფური
ეტაპისდასრულების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატი ერთდღიანი შესვენების შემდეგ
ლიუბლიანაში გაგრძელდა. A
და
B ჯგუფებიდან გასულმა გუნდებმა ახალი, E ჯგუფი შექმნეს, სადაც 11 სექტემბერს პირველი ტურის მატჩები
გაიმართა.
აღსანიშნავია,
რომ გუნდებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი ეტაპის ის შედეგები გადაჰყვათ, რომლებიც
ჯგუფიდან გასულ გუნდებთან აჩვენეს. E ჯგუფი შესაბამისად საფრანგეთმა (2 მოგება), ლიტვამ (2 მოგება),
უკრაინამ (1 მოგება), სერბეთმა (2 მოგება), ლატვიამ (2 წაგება) და ბელგიამ (2
წაგება) შეადგინეს.

პირველ ტურში 3 მატჩი გაიმართა, რომელშიც საინტერესო შედეგები დაფიქსირდა.
ლატვიამ 34 ქულის სხვაობით გაანადგურა უკრაინა, სერბეთს შედარებით გაუჭირდა ბელგიის
ძლევა (76:69), ხოლო ლიტვამ იოლი და მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა საფრანგეთთან
76:62.
შედეგად, სერბეთმა მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა. სერბებს პირველი
ჯგუფიდან ლატვიასთან და ლიტვასთან გამარჯვებები გადაჰყვათ, რომელსაც გუშინ
ბელგიასთან მოპოვებული მოგებაც მიამატეს. მორიგ ტურში, 13 სექტემბერს ლიტვა ბელგიას
შეხვდება, უკრაინა – სერბეთს, საფრანგეთი – ლატვიას.
E ჯგუფი

1.

სერბეთი

3

3/0

219/196

6
2.

ლიტვა

3

2/1

199/184

5
3.

საფრანგეთი

3

2/1

221/212

5
4.

ლატვია

3

1/2

215/198

4
5.

უკრაინა

3

1/2

180/219

4
6.

ბელგია

3

0/3

191/216


F
ჯგუფი
12 სექტემბერი
ხორვატია – ფინეთი, საბერძნეთი – ესპანეთი, სლოვენია –
იტალია

1.

იტალია

2

2/0

143/116

4
2.

ესპანეთი

2

1/1

137/118

3
3.

სლოვენია

2

1/1

152/145

3
4.

ფინეთი

2

1/1

130/139

3
5.

ხორვატია

2

1/1

116/142

3
6.

საბერძნეთი

2

0/2

149/167