ევრობასკეტის კენჭისყრა: ხვალ საქართველო ან ისრაელის, ანაც ფინეთის ჯგუფში წავა

ევრობასკეტის კენჭისყრა: ხვალ საქართველო ან ისრაელის, ანაც ფინეთის ჯგუფში წავა

განთესვის კალათები, რაც აქამდე არაოფიციალურად იყო ცნობილი, ფიბა-მ გუშინ, ევრობასკეტ 2017-ის კენჭისყრამდე 2 დღით ადრე გამოაქვეყნა. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 გუნდი 6 კალათაში განითესა. შესაბამისად, თითოეულში 4 ნაკრები მოხვდა და 22 ნოემბერს, სტამბოლში დაგეგმილ კენჭისყრაზე ტურნირის მონაწილე გუნდები ჯგუფებში განაწილდებიან.
წინანდელის მსგავსად, 2017 წლის ჩემპიონატსაც 4 ქყვეყანა მასპინძლობს. შესაბამისად, თითო ჯგუფი თითო ქყვეყანაში – თურქეთში, ისრაელში, რუმინეთსა და ფინეთში ჩატარდება. ჯგუფებიდანგასული გუნდები პლეი ოფის სათამაშოდ თურქეთში შეიკრიბებიან. ისევე როგორც, 2 წლის წინ, მასპინძლებმა ახლაც პარტნიორი ქვეყნები აირჩიეს, რომლებიც, ცხადია, კენჭისყრაში აღარ მიიღებენ მონაწილეობას.

ისრაელმა ლიტვა აირჩია, რუმინეთმა – უნგრეთი, თურქეთმა – რუსეთი, ხოლო ფინეთმა – ისლანდია. თანამასპინძლად არჩეული 4 ნაკრებიდან 2 ჩვენი, განთესვის მე-4 კალათიდანაა. შეგახსენებთ, რომ განთესვის მეოთხე კალათაში საქართველოსთან ერთად რუსეთი, სლოვენია და უნგრეთი მოხვდნენ. რაკი რუსეთი თურქეთმა აირჩია, ხოლო უნგრეთი რუმინეთმა, საქართველოს ნაკრებს ამ ქყვეყნის ჯგუფებიდან ფეხი ამოეკვეთა. ანუ ხვალინდელ კენჭისყრაზე საქართველო ან ისრაელის ჯგუფში აღმოჩნდება, ან – ფინეთისაში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები შესარჩევი ჯგუფის მოგების შედეგად გავიდა და ამის გამო აღმოჩნდა მე-4, საკმაოდ ძლიერ განთესვის კალათაში. შესაბამისად, ჩვენს შესარჩევ ჯგუფში მეორეზე გასული მონტენეგრო მე-5 კალათაშია და შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზეც, რომელიც 2017 წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე გაიმართება, ეს მძლავრი ბალკანური ქვეყანა ჩვენი მეტოქე იყოს.
ევრობასკეტ 2017-ის კენჭისყრა, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაც დაესწრება, თურქეთის ქალაქ სტამბოლში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. კენჭისყრის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება შესაძლებელია ონლაინ შემდეგ ბმულზე:
www.youtube.com/watch?v=m3C98-sUqM0
აქვე, კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ განთესვის კალათებს: